ჩეხეთში, დასახლებულ პუნქტ ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ივა მატეუმ განუცხადა. – ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახება 09:00 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები სულ მცირე ექვსმა ადამიანმა მიიღო, – განაცხადა მატეუმ.
კატეგორია: მსოფლიო
ინდოეთში ქვიშის ქარიშხალის გამო 70 ადამიანი დაიღუპა
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. „ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა. მის ინიციატივას კიდევ 17 რესპუბლიკელი შეუერთდა. ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 2019 წელს […]
ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
TheGuardian-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გამოცემა წერს, რომ იდეის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ლუკ მესერია, რომელსაც 17 კონგრესმენი შეუერთდა. აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში არის წარდგენილი. “ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის […]
საქართველოს დროშის ტარებისთვის მაქსიმ რაზმეტოვს რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს
აქციის მონაწილეს რუსეთში, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავა, 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაქსიმ რაზმეტოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს. აქციებმა ლოზუნგით „მოგვბეზრდა“ ქვეყნის დიდი ქალაქები მოიცვა. აქციის მონაწილეები რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას აპროტესტებნენ.. Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია. აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის […]
ავსტრიაში 63 წლის კაციჭამია მამაკაცი დააკავეს
ავსტრიაში დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელიც ქალის მკვლელობაში, მისი გვამის დანაწევრებასა და სავარაუდოდ, შემდგომში საკვებად გამოყენებაშია ბრალდებული.ქალის სხეულის ნაწილები მაცივრის საყინულეში აღმოაჩინეს. გვამის თავი და სხვა ნაწილები იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც კანიბალს მისი კუთვნილი ნავი ჰყავდა დაყენებული. მამაკაცმა დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა. ნიუპოსტი
ჯორჯიის შტატში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი С-130 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ტელეარხი WSAV-TV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი ინფორმაციით, არავინ გადარჩა“, – განაცხადა ეფინგემის ოლქის შერიფის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯინა ბილბომ. თვითმფრინავი, რომელიც არიზონას შტატში, დევის-მონტანის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიფრინავდა, ავტომაგისტრალზე აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ჯინა ბილბოს განცხადებით, ის, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტზე […]
საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდა
სომხეთში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალიზებულია. გადაადგილება შეწყდა საბაჟო–გამშვები პუნქტზე ნინოწმინდაშიც. სასაზღვრო პუნქტის ქართულ მხარეს ათზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები საზღვრის მეორე მხარეს ვითარების განმუხტვის მოლოდინში არიან. ნინოწმინდის სასაზღვრო პუნქტის სომხურ მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა აქვთ ჩაკეტილი. _ საქართველოს საბაჟო ჩვეულებრივ, 24/7 რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მიმოსვლა შეჩერებულია […]
ბრიტანელი მილიარდერი რუსი ჯაშუში აღმოჩნდა
მილიარდერი და კვლევების ცენტრი Legatum Institute-ის დამაარსებელი კრისტოფერ ჩანდლერი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობს, ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა რობერტ სილიმ განაცხადა. ჩანდლერი საფრანგეთის დაზვერვის ინტერესის ობიექტი 2002 წლიდან იყო, – განაცხადა სილიმ თემთა პალატის სხდომაზე გამოსვლისას. მას აკვირდებოდნენ და დაზვერვის შედეგები მონაკოს უშიშროების სამსახურმა ბრიტანელ პარლამენტარებს გადასცა. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით სილიმ დაასკვნა, რომ […]










