კატეგორია: მსოფლიო

ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანის ცენტრალურ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე, ქალაქ იასუჯიდან 11 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ინტერპრესნიუსი

პაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერად არ აირჩია

სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ვერ აირჩია. ერთადერთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი იყო წარდგენილი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. საკითხი დღეს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს. ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს. ინტერპრესნიუსი

ბრაზილიაში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press იუწყება. მისი ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ, მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფორმალურად შენობა პოლიციას ეკუთვნოდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის მიტოვებული იყო და მასში თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ. რამდენი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო შენობაში ხანძრის გაჩენისა და […]

ნიკოლ პაშინიანი: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან

რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. „ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, – აღნიშნა პაშინიანმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. […]

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს აირჩევენ

დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი. ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატად ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. გადაწყვეტილება ფრაქცია „ელკის“ წევრებმა ერთხმად მიიღეს, „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ კი მას მხარი დაუჭირეს. პაშინიანმა, გუშინ საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტში დაგეგმილი […]

ქაბულში აფეთქების დროს “ფრანც პრესის” ფოტოგრაფი გარდაიცვალა

საფრამგეთის საინფორმაციო სააგენტო “ფრანც პრესის” ფოტოგრაფი შა მარაი ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა. ავღანეთის დედაქალაქში 2 აფეთქება მოხდა. პირველი მოტოციკლეტზე მჯდომმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა. კიდევ ერთი ტერაქტისას, სადაც ნაღმი აფეთქდა, დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის არიან TOLOnews და Al Jazeera-ს ჟურნალისტები. გარდაცვლილია პოლიციელი და 5 ადამიანი დაშავდა, მათ […]

19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე 19 ქალს, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ანალოგიური ბრალდების გამო, ერაყის ციხეში რუსეთის მოქალაქე 50-დან 70-მდე ქალი იმყოფება. აქვე დაკავებულია ასამდე ბავშვიც, რომლებიც, სავარაუდოდ, მათი შვილები არიან. ნიუპოსტი

ბრიჟიტ მაკრონი: „მელანია ტრამპი მებრალება“

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჟიტ მაკრონმა გაზეთ Le monde-თან ამერიკელი ლიდერის ცოლის, მელანია ტრამპის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ტრამპის მეუღლე “კეთილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და ძალიან გულწრფელი ქალია”. “ჩვენ იუმორის ერთნაირი გრძნობა გვაქვს, ერთად ბევრს ვიცინით”, – ჰყვება ბრიჟიტი. საფრანგეთის პირველი ლედი აცხადებს, რომ ხალხს შესაძლოა მელანია უხეშად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. “მას მარტივად შეუძლია […]

აზერბაიჯანმა თურქეთს გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის  ლიდერი გადასცა

აზერბაიჯანმა თურქეთს გადასცა ძებნაში მყოფი პირი, რომელსაც ანკარა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. სტამბოლის პოლიციის სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ინფორმაციით, ქონიას და აქსარაის პროვინციების სასამართლოებმა გასცეს თურქეთის მოქალაქე მ.ჯ.-ს დაკავების ორდერი, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 2017 წლის აპრილში მ.ჯ. აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც […]

პროტესტი სომხეთში – პაშინიანი ფიქრობს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა

სომხეთის საპროტესტო მოძრაობი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 1 მაისს 8 საათზე საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და დედაქალაქის ქუჩები გაავსონ. აღნიშნული განცხადება პაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.დღეს დაგეგმილი იყო ნიკოლ პაშინიანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრა, თუმცა კარაპეტიანი შეხვედრაზე არ მივიდა. ოპოზიციის ლიდერის აზრით, შეხვედრა იმის გამო არ შედგა, რომ კარაპეტიანი […]