ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სადემარკაციო ხაზზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მშვიდობის სახლში გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სპეციალურ წიგნში ჩანაწერი […]
კატეგორია: მსოფლიო
ნიკოლ პაშინიანი – ”სომხეთში რევოლუცია გრძელდება, იწყება მისი მეორე რაუნდი”
დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ოპოზიციამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო „რევოლუციის მეორე რაუნდის“ დაწყების შესახებ. – ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა მხარდამჭერებთან. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი რეალური ცვლილებებით დასრულდეს, – აცხადებს პაშინიანი. ყველა გადაწყვეტილებას პაშინიანი დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე გააჟღერებს. პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ […]
სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა
სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევონ მკრტჩიანმა, ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლოკიანმა და ბუნების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არწვიკ მინასიანმა შესაბამისი განცხადებებით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტია „დაშნაკცუთიუნის“ სამთავრობო კოალიციიდან გამოსვლას უკავშირდება. ინტერპრესნიუსი
ავიგდორ ლიბერმანი – ”თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს”
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, ისრაელი ირანისგან მომავალ ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს. – თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს და სირიაში ირანის ნებისმიერ სამხედრო ობიექტს გაანადგურებს, რომელიც ისრაელს ემუქრება, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა. ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, „ისრაელი არ არის დაინტერესებული ომით, თუმცა ნებისმიერ ფასს გადაიხდის, რათა თავიდან აიცილოს ირანის სირიაში ყოფნა“. […]
სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა
ერევანში დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა და საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის პრემიერ მინისტრად არცევას ითხოვენ. “რესპუბლიკურ პარტიას მორალური უფლება არ აქვს პრემიერის პოსტზე კანდიდატურა წარადგინოს, ჩვენი კანდიდატი პაშინიანია.”- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ. გადაკეტილია აეროპორტისკენ მიმავალი ტრასა. საპროტესტომ აქციები დაიწყო სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ვანაძორსა და არტაშატში.
კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა – სომხეთში შესაძლოა აქციები განახლდეს
სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა დაადასტურა, რომ გაუქმდა მისი და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. კარაპეტიანმა გაავრცელა მოქალაქეებისადმი მიმართვა, რომელშიც მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად დაასახელა პაშინიანის ახალი, ცალმხრივი მოთხოვნები შეხვედრის ფორმატის, დღის წესრიგის და გაშუქების შესახებ. კარენ კარაპეტიანის ინფორმაციით, პაშინიანმა წარადგინა სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც შეხვედრაში […]
ნიკოლ პაშინიანი: “ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს”
რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი სრულიად პროგნოზირებადია, – განაცხადა მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა. განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა […]
ნიკოლ პაშინიანი – ”მზად ვარ, სომხეთის პრემიერი გავხდე”
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 25 აპრილს სომხეთის მმართველ ძალასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, არ გამორიცხავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. პაშინიანის განცხადებით, დღეს ხელისუფლება სომხეთში უკვე ხალხის ხელშია და თუ გამარჯვებული ხალხი მას ამ პასუხიმგებლობას დააკისრებს, იგი მზად არის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ნიკოლ პაშინიანი ხვალ მთავრობას შემდეგ პირობებს წაუყენებს: 1. ახალი, ხალხის მიერ ნდობით […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა – 13 ადამიანი დაშავდა
თურქეთის ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამმართველო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, 13 ადამიანი მსუბუქად არიან დაშავებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ადიამანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. „ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რიგი შენობა დაზიანდა. მთავრობა ზარალის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოს ატარებს“,-აღნიშნა პრემიერმა. ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა დღეს […]
სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეო დაამტკიცა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრმა თერთმეტივე რესპუბლიკელმა ხმა პომპეოს სასარგებლოდ მისცა, წინააღმდეგი ცხრა დემოკრატი იყო, ერთმა დემოკრატმა კი, სენატის პროცედურული წესების მიხედვით, მხოლოდ დასწრება დაადასტურა. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, მან სენატში საკმარისი ხმები მოაგროვა, რათა ამ კვირაში პომპეოს კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცდეს. პომპეო პარასკევს უკვე ნატოს სამიტს დაესწრება. აშშ-ის […]










