ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს. დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-6 შვილიშვილი 3 კილოგრამსა და 83 გრამს იწონის. ჯერ უცნობია, რა დაარქვეს ახალშობილს. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. კემბრიჯის ჰერცოგინიამ თბილისის დროით 15:00 საათზე იმშობიარა.
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა – ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”
ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სარგსიანი იკავებდა უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც […]
ემანუელ მაკრონი რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა
ტელეკომპანია “FOX NEWS” ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარება. მაკრონის აზრით, დასავლეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობისას სიმტკიცე უნდა გამოავლინონ. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, დასავლურ დემოკრატიაში ჩარევის აკვიატებული აზრი აქვს და ნებისმიერი ქვეყნის სისუსტეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს. რუსეთს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის დასუსტებით, კრემლი მეტ გავლენას მოიპოვებს. მაკრონმა […]
სასამართლომ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დამნაშავედ ცნო
ბელგიის სასამართლომ სალაჰ აბდესლამი, რომელიც 2015 წელს პარიზის ტერაქტში იღებდა მონაწილეობას, დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აბდესლამს მკვლელობის მცდელობასად და ტერორისტულ საქმიანობაში წაუყენეს ბრალი. 2015 წლის 13 ნოემბერს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა […]
ერევანში ოპოზიციის მსვლელობა განახლდა
ერევანში დღეს დილიდან ოპოზიციის მსვლელობები განახლდა. აქციის მონაწილეებმა ზოგიერთი ქუჩა გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ. „სომხეთის პოლიცია ოპერატიულ მდგომარეობას აკონტროლებს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ შეკრებები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, – განაცხადეს სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში. სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო. ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ […]
ნიკოლ პაშინიანი სევანის პოლიციაში იმყოფება – სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ ის დააკავეს
სომხეთის ოპოზიციური მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“-ს ლიდერი ნიკოლ პაშიანიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია პაშინიანის „ფეისბუკ“ პირად გვერდზე განთავსდა. „ნიკოლ პაშინიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება“,- ნათქვამია ცნობაში. საპროტესტო აქციის ლიდერები 22 აპრილს მასობრივი შეკრების უკანონო ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, თუმცა პაშინიანის ადგილსამყოფელი კოლეგებისთვის ცნობილი არ იყო. ოპოზიციის ლიდერების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც […]
ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ათობით ათასი მომიტინგეა შეკრებილი
სომხეთში საპროტესტო აქციის დაახლოებით 200-მდე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავებული 7 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ათობით ათასი მომიტინგე ამ წუთებში ერევანში, რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი და სომხეთის პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის არჩევას აპროტესტებს. ინტერპრესნიუსი
ვახტანგ მაისაია: “ამერიკამ სირიაზე დარტყმით რუსეთს ძალა აჩვენა – სამხედრო თვალსაზრისით ეს შეტევა უშედეგო გამოდგა”
სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმას ეფექტი არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ფაქტზე საქართველოს გამოხმაურებას, ეს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე უნდა მომხდარიყო. – ბატონო ვახტანგ, გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამმა სახელმწიფომ ერთობლივი შეტევა განახორციელა სირიის ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე. […]
ერევანში დემონსტრანტები პოლიციასთან მივიდნენ და პაშინიანის გათავისუფლებას ითხოვენ
საპროტესტო აქციების მეათე დღე – ვითარება ერევანში ამ დრომდე დაძაბულია. დემონსტრანტები პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილები და დაკავებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. სამართალდამცველთა ალყაშია პოლიციის შენობა და მიმდებარე ქუჩები. ოპოზიციის ლიდერებისა და დემონსტრანტების დაკავება პოლიციამ დილიდან დაიწყო. შეტაკებების დროს ძალოვნებმა სპეცსაშუალებები გამოიყენეს და 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. დაკავებულთა შორისა ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია. სერჟ […]
დაღესტანში, პირველი მაისის დღესასწაულზე ტერაქტის მომზადების გამო 9 ადამიანი ლიკვიდირებულია
რუსეთის სამართალდამცავებმა ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათი განცხადებით, 9 ადამიანი, პირველი მაისის დღესასწაულზე, დაღესტანში ტერაქტებს ამზადებდა. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დერბენტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სამართალდამცველი. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ეჭვმიტანილები იარაღის დაყრისა და ჩაბარების შესახებ მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილე სხვა სავარაუდო […]










