კატეგორია: მსოფლიო

ვითარება სომხეთში – ერევანში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა ფაშინიანი დააკავეს

სომხეთში, პრემიერ სერჟ სარგსიანისა და ოპოზიციის ლიდერის ნიკოლა ფაშინიანის შეხვედრის უშედეგო დასრულების შემდეგ, პოლიცია აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა და დაიწყო აქციის მონაწილეების დაკავება და მიტინგის დაშლა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაკავებულია ნიკოლა ფაშინიანი. სომხური მედიის ცნობით პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებს.

რა ხდება სომხეთში – რატომ მოითხოვს ნიკოლ პაშინიანი პრემიერ სერჟ სარგსიანის გადადგომას

სომხეთში არეულობა გრძელდება. ერევანსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მჯოვლენებს უწოდებენ ხავერდოვან რევოლუციას, ასევე-ფერად რევოლუციას და ერევნის მაიდანს. პროტესტანტები მოითხოვენ პრემიერობიდან სერჟ სარგსიანის გადადგომას. საპროტესტო აქციები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციურმა სახალხო მოძრაობამ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანის მეთაურობით ააგორა გამოსვლები სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს პროტესტის ფონზე დაამტკიცა. “ახალი თაობა” წერდა, […]

აზერბაიჯანს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა. მამედოვი დღემდე საგარეო საკითხებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწე იყო. პრემიერ-მინისტრის პოსტს 1996 წლის შემდეგ არტურ რასიზადე იკავებდა. თანამდებობა 2003 წელს მან მხოლოდ რამდენიმე თვით დატოვა, როდესაც პრემიერ-მინისტრად ილჰამ ალიევი დაინიშნა. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის ალიევმა დღეს რასიზადეს მადლობა გადაუხადა. საკადრო ცვლილება აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა, […]

ირანში მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მოხდა. ეს ერთადერთი მოქმედი ელექტროსადგურია ირანში. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მიწისძვრა 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თუმცა ბუშერის ელექტროსადგური არ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ირანში, 6,6 […]

ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შესაძლოა შვეიცარიაში შეხვდნენ -NBC

აშშ-ის ხელიუფლება დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილად ევროპის ქვეყნებს, კერძოდ შვეიცარიას განიხილავს, ამის შესახენ NBC News თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ვარიანტს შორის, რომელიც ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილად განიხილებოდა გამოირიცხა ფხენიანი, პეკინი, მობღოლეთი, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მდებარე […]

ერევანში მომიტინგეების დაკავება დაიწყეს

ერევნის ცენტრში, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს. „ტასის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებმა კიდევ ერთი სამთავრობო შენობის ბლოკირება სცადეს, რის გამოც ათეულობით მომიტინგე დააკავეს. „მოვუწოდებ ჟურნალისტებს არ შეუშალონ ხელი ჩვენს მუშაობას და არ გაერიონ ხალხში. პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა ადგილზე მისულმა პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალმა სამველ ჰოვანისიანმა. რადიკალური ოპოზიცია სომხეთში […]

ტრამპი – ამერიკელებმა სირიაში რუსი სამხედროები დახოცეს – “ეს ძალიან სამწუხაროა”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ამერიკელების მიერ რუსი სამხედროების დახოცვა დაადასტურა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებსა და რუსს სამხედროებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, რაც მისივე თქმით, მსხვერპლით დასრულდა. “პრეზიდენტებს შორის არავინ ყოფილი ისეთი მკაცრი რუსეთთან როგორც მე. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რომ სირიაში, 1 თვის წინ, ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ჯარებს სერიოზული დაპირისპირება […]

დიანა ბერიძის მკვლელ ქირურგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თესალონიკის სასამართლომ 38 წლის ქირურგს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. ის 36 წლის ქართველი ემიგრანტის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულად სცნეს. მან განაჩენი რეაქციის გარეშე მოისმინა. კერძოდ, 2017 წლის აპრილში დიანა ბერიძე თესალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოში მცირე ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, საიდანაც ცოცხალმა ვეღარ გამოაღწია. ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი პროცესი ფატალურად დასრულდა, ხოლო ექიმმა მისი გვამის მოშორება გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, დიანა […]

ერევანში მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა ერევნის მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს. ამ მოქმედებისაკენ მათ მომიტინგეების ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა. „გადაკეტეთ შენობის ყველა შესასვლელი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან აქციას ვატარებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა. პოლიციამ ქალაქის ცენტრისკენ ახალი ძალები მიიყვანა და იმ ოპოზიციონერების დაკავება დაიწყო, რომლებიც ქუჩებზე მოძრაობის პარალიზებას ცდილობენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება საფრანგეთის მოედანზე, ოპერის შენობის ახლოს. სამართალდამცველებმა კორდონები […]

ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე, სპეცრაზმია მობილიზებული – ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა. ოპოზიციური ფრაქცია „ელქსის” ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება. ფაშინიანი რეზიდენციის ალყაში მოქცევას გეგმავს. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ „სერჟ სარგსიანს მოუწევს, მსოფლიოს პოლიციის ფარების მიღმა უყუროს” პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ამ ეტაპზე მოძრაობა პარალიზებული არ არის. ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება, ბაგრამიანის მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. სერჟ […]