კატეგორია: მსოფლიო

ბარბარა ბუში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 92 წლის ბარბარა ბუში ექიმებთან ვიზიტზე უარს ამბობდა. ბარბარა ბუშმა საავადმყოფოში რამდენჯერმე მოხვედრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება აღარ სჭირდებოდა და ერჩივნა, დრო სახლში, ოჯახურ გარემოში გაეტარებინა. ბარბარა ბუშს ფილტვების ქრონიკული დაავადება სჭირდა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის მეუღლე და 43-ე პრეზიდენტის დედა […]

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. სარგსიანს ხმა 77 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი – 17 იყო. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა. ქვეყანაში მიღებული ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ირჩევს. ქვეყნის მთავრობის ფორმირება 15 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. ხუთი დღის ვადაში კი სარგსიანმა პრეზიდენტს ვიცე პრემიერებისა და მინისტრთა კანდიდატურები […]

თვითმფრინავი ფილადელფიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან დალასამდე მიფრინავდა, ფილადელფიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. რის შედეგადაც ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას Fox News ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბორტზე 143 ადამიანი იმყოფებოდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. მომხდარის გამო ფილადელფიის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო. პირველი

მომიტინგეებმა ერევნის პოლიციის დაშლისკენ მოწოდება არ მიიღეს

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეთა ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გადასცა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს. „უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გუშინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება შეკრების შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა ოსიპიანმა და ფაშინიანს წერილობითი დოკუმენტი გადასცა. ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტი ჟურნალისტების თვალწინ დახია. დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის […]

მანჩესტერში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა – დაშავებულია 6 ადამიანი 

მანჩესტერში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ Asda-სთან მოხდა. ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ, მათ შორის იყო საჰაერო სასწრაფო დახმარებაც. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება და ბრალდებული 80 წლის მამაკაცი დაკავებულია.

სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს

სომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით „დაბლოკე ქუჩები“ სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს. გუშინ კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია. „ინტერფაქსი“ ამის შესახებ სომხეთის […]

„მოიმარაგეთ წყალი და საკვები“ – რუსული ტელეარხი მოსახლეობას აფრთხილებს

 Newsweek-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Vesti 24 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბუნკერებში მოიმარაგონ წყალი და აუცილებელი საჭიროების დიდხანს გამძლე საკვები. ამის მოტივად კი Vesti 24 იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ომში ჩაბმას აპირებს. ომი „კატასტროფული“ იქნება, არხმა ისიც კი გააშუქა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ხალხმა აირწინაღები ატომური შეტაკების შემთვევაში. აშშ თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ იგი […]

რუსეთსა და აშშ-ს გერმანიის პრეზიდენტმა სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. _ დიდი ქვეყნები დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ. აქ პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლფასი იქნება, _  განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა გაზეთ Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, სირიაში პირველად შვიდი […]

დასახული ამოცანა შესრულებულია – ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, ტერეზა მეიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში სირიის ქიმიურ ობიექტებზე განხორციელებული შეტევის შესახებ ისაუბრეს. “იგი (ტრამპი. რედ.) მიესალმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ქვედანაყოფების შესანიშნავ შეთანხმებულ მოქმედებას სირიის რეჟიმის ქიმიური პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს. ამოცანები, რომლებიც დავსახეთ – მიღწეულია,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ნიუპოსტი

აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. „აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა. მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე […]