მანჩესტერში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ Asda-სთან მოხდა. ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ, მათ შორის იყო საჰაერო სასწრაფო დახმარებაც. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება და ბრალდებული 80 წლის მამაკაცი დაკავებულია.
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს
სომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით „დაბლოკე ქუჩები“ სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს. გუშინ კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია. „ინტერფაქსი“ ამის შესახებ სომხეთის […]
„მოიმარაგეთ წყალი და საკვები“ – რუსული ტელეარხი მოსახლეობას აფრთხილებს
Newsweek-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Vesti 24 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბუნკერებში მოიმარაგონ წყალი და აუცილებელი საჭიროების დიდხანს გამძლე საკვები. ამის მოტივად კი Vesti 24 იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ომში ჩაბმას აპირებს. ომი „კატასტროფული“ იქნება, არხმა ისიც კი გააშუქა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ხალხმა აირწინაღები ატომური შეტაკების შემთვევაში. აშშ თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ იგი […]
რუსეთსა და აშშ-ს გერმანიის პრეზიდენტმა სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. _ დიდი ქვეყნები დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ. აქ პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლფასი იქნება, _ განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა გაზეთ Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, სირიაში პირველად შვიდი […]
დასახული ამოცანა შესრულებულია – ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ ტელეფონით ისაუბრეს
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, ტერეზა მეიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში სირიის ქიმიურ ობიექტებზე განხორციელებული შეტევის შესახებ ისაუბრეს. “იგი (ტრამპი. რედ.) მიესალმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ქვედანაყოფების შესანიშნავ შეთანხმებულ მოქმედებას სირიის რეჟიმის ქიმიური პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს. ამოცანები, რომლებიც დავსახეთ – მიღწეულია,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ნიუპოსტი
აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს
დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. „აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა. მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე […]
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
მაიკ პომპეო – “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა… დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში”
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა. “რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია […]
ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა
ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება. ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან გამოითხოვა და საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამასთანავე კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენი Panavia Tornado-ც მზადყოფნაშია მოყვანილი. საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციაში სამეფო ფლოტი 45 […]










