კატეგორია: მსოფლიო

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბერძნული სამხედრო თვითმფრინავი Mirage 2000-5 ეგეოსის ზღვაში ჩავარდა. პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. თვითმფრინავი რეგიონში თურქული სამხედრო ავიაციის თვითმფრინავების აღმოჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, კატასტროფა ბაზაზე დაბრუნებისას მოხდა.

მაიკ პომპეო – “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა… დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში”

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა. “რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია […]

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება. ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან გამოითხოვა და საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამასთანავე კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენი Panavia Tornado-ც მზადყოფნაშია მოყვანილი. საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციაში სამეფო ფლოტი 45 […]

2 ამერიკული ხომალდი სირიის ნაპირებთან მივიდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ხომალდი დონალდ კუკი და პორტერი უკვე სირიის ნაპირებთანაა. საერთო ჯამში ორივე ხომალდზე 120 რაკეტა “ტომოჰავკია”, რომელთა მოქმედების რადიუსიც 2 ათასი კილომეტრია – შესაბამისად ისინი სირიის მთელი ტერიტორიას დაფარავენ.

ამერიკული ”განკითხვის დღის” თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა – მას მოქმედება ატომური კონფლიქტის დროსაც შეუძლია

აშშ-ში ჰაერში აფრინდა თვითმფრინავი ე-48, რომელსაც ”განკითხვის დღის” თვითმფრინავსაც ეძახიან, რადგან მისი გამოყენება ბირთვული კონფლიქტის დროსაც შეიძლება, თუ მიწაზე არსებული სტრუქტურები დაზიანებული ან მოშლილია. გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ირკვევა, რომ თვითმფრინავი ამ დროისთვის ინდიანას შტატში იმყოფება. ბორტს ჰაერში ყოფნა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლია საწვავის საჰაერო შევსების პირობებში. ე-48-ზე დაყენებული მოწყობილობა თვითმფრინავს ატომური აფეთქების ზემოქმედებისგან იცავს. ინფორმაცია იმის […]

ტრამპი რუსეთს აფრთხილებს – ”სირიას ჭკვიანი რაკეტებით დავბომბავთ, რომლებსაც ვერ ჩამოაგდებთ!”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. დღეს […]

სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს – კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო. „ფეისბუქის“ დამფუძნებელს კანონმდებლები 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ, მათმა კითხვებმა კი მედია, სოციალური ქსელები და ჟურნალისტები გააოგნა. Mashable წერს, რომ ასაკოვანი სენატორები ცუკერბერგს ძალიან “ძველ” კითხვებს უსვამდნენ. სენატორმა პატრიკ […]

რუბლის კრახი გრძელდება – 1 ევრო 80 რუბლზე მეტი ღირს

რუსული რუბლის ვარდნა, რომელიც აშშ-ის მიერ შემოღებული ახალი სანქციების უშუალო შედეგია, ოთხშაბათსაც გაგრძელდა.11 აპრილის დილისთვის მოსკოვის ბირჟაზე ერთი ევროს ღირებულებამ 80-ს, ხოლო ერთი დოლარის ღირებულებამ 64 რუსულ რუბლს გადააჭარბა.

ბრიტანეთი სირიაზე დარტყმებს არ განახორციელებს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ შეერტებული სტატების პრეზიდენტს სირიაში ერთობლივ სამხედრო ოპერაციაზე უარი უთხრა. ამის სესახებ გაზეთი The Times-ი წერს. ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ტერეზა მეის სირიაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარება სესთავაზა. გაზეთის ინფორმაციით, მეიმ უარი განაცხადა, რადგან დიდ ბრიტანეთს სამხედრო ოპერაციაში ჩართვისთვის, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების მეტი მტკიცებულება ჭირდება.

ამერიკული სამხედრო ხომალდები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ჯგუფი ავიამზიდ “ჰარი ტრუმენის” მეთაურობით გამოვიდა ვირჯინიის შტატიდან და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შევლენ სარაკეტო კრეისერი “ნორმანდია”, სარაკეტო ხომალდები “არლი ბერკი”, “ფორესტ შერმანი”, “ფარაგუტი”, “ჯეისონ დანემი” და “სალივანსი”. სულ ამ ხომალდებზე 6.500 სამხედროა. მოგვიანებით ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება გერმანული ფრეგატი “ჰესენი”. პენტაგონმა ამ მანევრს გეგმიური უწოდა. ადრე მედიაში […]