რუსეთში, ორენბურგის ოლქში, ავტომაგისტრალზე სატვირთო “КамАЗ”-ის მძღოლმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ავტომობილის მართვა ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. “КамАЗ”-ს პროპანით დატვირთული ცისტერნა გადაჰქონდამძღოლი მიღებული ტრამვის გამო ადგილზე გარდაიცვალა. ცისტერნა დაზიანდა და მისგან პროპანის გაზმა გამოჟონა. ადგილზე რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიცია და გამომძიებლები იმყოფებიან. ავტომაგისტრალი ამ დრომდე გადაკეტილია. ნიუპოსტი
კატეგორია: მსოფლიო
სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დამასკოს გარეუბანში სავარაუდო ქიმიურ შეტევას მიეძღვნა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უშუალო დამნაშავე რუსეთია.საბჭოს სხდომა 9 წევრი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ქუვეითის, პერუსა და კოტ-დივუარის ინიციატივით ჩატრარდა. დასავლეთის ქვეყნები ბაშარ ასადის რეჟიმს აღმოსავლეთ გუტის დასახლებულ პუნქტ დუმში ქიმიური იარაღის […]
შავი ორშაბათი რუსეთში: საფონდო ბირჟები ჩამოიშალა, ოლიგარქები კარგავენ მილიარდებს
აშშ-მ რუსი ბიზნესმენების და რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს აამოქმედა. სულ რაღაც 3 დღე გავიდა, მაგრამ რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს მილიარდები. აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. სიაში არიან ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია. ორშაბათის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ეს რაღაც ახალი მოვლენაა”, რომელიც უპრეცედენტოა […]
ტრამპი პუტინს დაემუქრა – “ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება”
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. – ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ […]
თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლეს
თურქეთში 59 წლის ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე ,,გია კუტაისკი“, მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ზვიადაძის მკვლელობა სავარაუდოდ, როსტოვის ოლქში გავლენის მოსაპოვებლად, მასსა და კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს (ნოდარ რუსთავსკის) შორის კონფლიქტს უკავშირდება. „გია კუტაისკი“ კრიმინალურ სამყაროში ,,ძველი სკოლის“ წარმომადგენლად ითვლებოდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ბოლო წლებში წარმოშობილ დაპირისპირებებში, მისი რეპუტაცია კოლეგებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ […]
სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლა მოხდა
ტერაქტი გერმანიაში – დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავდა 20
გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ისტორიულ ცენტრში, ღია კაფეში სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და მაგიდებს გადაუარა. გარდაცვლილია 3 მოქალაქე, დაშავდა 20-ზე მეტი, რომელთა შორის 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელმა, რომელიც გერმანული მედიის ცნობით, 49 წლის ფსიქიურად ავადმყოფი გერმანელია, თავი მოიკლა. მის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. გერმანიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცა. კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრაგიკული ინცინდენტი უწოდა […]
სკრიპალებს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ
ყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალს და მის შვილს იულიას მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას, ვინაობის შეცვლას და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას სთავაზობენ. ამის შესახებ ბრიტანული Mirror-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის ამის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, რომ იულია და სერგეი სკრიპალები უახლოეს ხანში ჩვენების მისაცემად მზად იქნებიან. იულიამ რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან სერგეი […]
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა. ის სან პაულოს პოლიციაში მიიყვანეს. კადრები კი ადგოლობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ის კორუფციასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის სასჯელს ქალაქ კურუტიბაში მოიხდის. სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ლულა აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული, […]
გერმანიაში სატვირთომ კაფეში ხალხს გადაუარა – დაიღუპა 3, დაშავდა 30 ადამიანი, მძღოლმა თავი მოიკლა
გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ავტომანქანა კაფეს წინ განთავსებულ მაგიდებში შევარდა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 30 ადამიანი, რომელთაგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა თავი მოიკლა. სამართალდამცველები დაშავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სიარულისგან თავი შეიკავონ. ისინი […]










