კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლეს

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლეს

თურქეთში 59 წლის ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე ,,გია კუტაისკი“, მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ზვიადაძის მკვლელობა სავარაუდოდ, როსტოვის ოლქში გავლენის მოსაპოვებლად, მასსა და კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს (ნოდარ რუსთავსკის) შორის კონფლიქტს უკავშირდება. „გია კუტაისკი“ კრიმინალურ სამყაროში ,,ძველი სკოლის“ წარმომადგენლად ითვლებოდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ბოლო წლებში წარმოშობილ დაპირისპირებებში, მისი რეპუტაცია კოლეგებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ […]

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლა მოხდა

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლა მოხდა

სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო, მომხდარის სხვა დეტლები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ტერაქტი გერმანიაში – დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავდა 20

ტერაქტი გერმანიაში - დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავდა 20

გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ისტორიულ ცენტრში, ღია კაფეში სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და მაგიდებს გადაუარა. გარდაცვლილია 3 მოქალაქე, დაშავდა 20-ზე მეტი, რომელთა შორის 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელმა, რომელიც გერმანული მედიის ცნობით, 49 წლის ფსიქიურად ავადმყოფი გერმანელია, თავი მოიკლა. მის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. გერმანიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცა. კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრაგიკული ინცინდენტი უწოდა […]

სკრიპალებს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ

სკრიპალებს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ

ყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალს და მის შვილს იულიას მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას, ვინაობის შეცვლას და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას სთავაზობენ. ამის შესახებ ბრიტანული Mirror-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის ამის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, რომ იულია და სერგეი სკრიპალები უახლოეს ხანში ჩვენების მისაცემად მზად იქნებიან. იულიამ რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან სერგეი […]

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა. ის სან პაულოს პოლიციაში მიიყვანეს. კადრები კი ადგოლობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ის კორუფციასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის სასჯელს ქალაქ კურუტიბაში მოიხდის. სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ლულა აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული, […]

გერმანიაში სატვირთომ კაფეში ხალხს გადაუარა – დაიღუპა 3, დაშავდა 30 ადამიანი, მძღოლმა თავი მოიკლა

გერმანიაში სატვირთომ კაფეში ხალხს გადაუარა - დაიღუპა 3, დაშავდა 30 ადამიანი, მძღოლმა თავი მოიკლა

გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ავტომანქანა კაფეს წინ განთავსებულ მაგიდებში შევარდა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 30 ადამიანი, რომელთაგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა თავი მოიკლა. სამართალდამცველები დაშავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სიარულისგან თავი შეიკავონ. ისინი […]

ერ ფრანსმა ფრენების 30% გააუქმა

ერ ფრანსმა ფრენების 30% გააუქმა

ავიაკომპანიამ Air France, თანამშრომელთა გაფიცვის გამო, ფრენების 30% გააუქმა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. პილოტები და ეკიპაჟის წევრები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დამსაქმებელს მათთვის 2011 წლის შემდეგ ხელფასი არ მოუმატებია. ცნობილია, რომ გაფიცულია ავიაკომპანიის პილოტთა 34%, ეკიპაჟის წევრთა 26.2% და მომსახურე პერსონალის 18.7%. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები ასევე გეგმავენ გაფიცვას 17, 18, 23 […]

რა საფრთხეს იწვევს ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა – რუსეთი, ირანი და თურქეთი თანამშრომლობას აგრძელებენ

რა საფრთხეს იწვევს ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა - რუსეთი, ირანი და თურქეთი თანამშრომლობას აგრძელებენ

მსოფლიოს წინაშე მდგარი მთავარი პრობლემებიდან ამერიკელი ანალიტიკოსები პირველ რიგში ასახელებენ ახლო აღმოსავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა, ეს არ მოხდება. პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯარი სირიაში დარჩება. სირიის დატოვებას არც რუსეთი გეგმავს. ჯერჯერობით არ იშლება სირიის გარშემო ჩამოყალიბებული რუსეთი-ირანი-თურქეთის ალიანსი. თურქეთში ამ სამეულის პრეზიდენტების მორიგ სამიტზე გადაწყდა, რომ მხარეები ამ […]

აშშ მექსიკის საზღვართან 4.000 ჯარისკაცს დააყენებს

აშშ მექსიკის საზღვართან 4.000 ჯარისკაცს დააყენებს

ტეხასის შტატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 250 ჯარისკაცი განალაგა. ისინი აშშ-მექსიკის საზღვარს გააკონტროლებენ. ანალოგიური ზომები არიზონას შტატშიც გატარდება და საზღვარზე 150 ჯარისკაცი განთავსდება. შესაძლოა ამ ორ შტატს ნიუ-მექსიკო და კალიფორნიაც შეუერთდეს. ტრამპის განცხადებით, სულ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 4.000 ჯარისკაცი განლაგდება, იმ დრომდე, სანამ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა არ დასრულდება. […]

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობა სწრაფად უმჯობესდება

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობა სწრაფად უმჯობესდება

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ამის შესახებ ნათქვამია ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საიტზე. – ის კარგად რეაგირებს მკურნალობაზე და მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. ის აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, – ნათქვამია ექიმების განცხადებაში.