ავიაკომპანიამ Air France, თანამშრომელთა გაფიცვის გამო, ფრენების 30% გააუქმა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. პილოტები და ეკიპაჟის წევრები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დამსაქმებელს მათთვის 2011 წლის შემდეგ ხელფასი არ მოუმატებია. ცნობილია, რომ გაფიცულია ავიაკომპანიის პილოტთა 34%, ეკიპაჟის წევრთა 26.2% და მომსახურე პერსონალის 18.7%. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები ასევე გეგმავენ გაფიცვას 17, 18, 23 […]
კატეგორია: მსოფლიო
რა საფრთხეს იწვევს ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა – რუსეთი, ირანი და თურქეთი თანამშრომლობას აგრძელებენ
მსოფლიოს წინაშე მდგარი მთავარი პრობლემებიდან ამერიკელი ანალიტიკოსები პირველ რიგში ასახელებენ ახლო აღმოსავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა, ეს არ მოხდება. პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯარი სირიაში დარჩება. სირიის დატოვებას არც რუსეთი გეგმავს. ჯერჯერობით არ იშლება სირიის გარშემო ჩამოყალიბებული რუსეთი-ირანი-თურქეთის ალიანსი. თურქეთში ამ სამეულის პრეზიდენტების მორიგ სამიტზე გადაწყდა, რომ მხარეები ამ […]
აშშ მექსიკის საზღვართან 4.000 ჯარისკაცს დააყენებს
ტეხასის შტატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 250 ჯარისკაცი განალაგა. ისინი აშშ-მექსიკის საზღვარს გააკონტროლებენ. ანალოგიური ზომები არიზონას შტატშიც გატარდება და საზღვარზე 150 ჯარისკაცი განთავსდება. შესაძლოა ამ ორ შტატს ნიუ-მექსიკო და კალიფორნიაც შეუერთდეს. ტრამპის განცხადებით, სულ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 4.000 ჯარისკაცი განლაგდება, იმ დრომდე, სანამ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა არ დასრულდება. […]
სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობა სწრაფად უმჯობესდება
სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ამის შესახებ ნათქვამია ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საიტზე. – ის კარგად რეაგირებს მკურნალობაზე და მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. ის აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, – ნათქვამია ექიმების განცხადებაში.
აშშ-მ სანქციები გაზპრომის ხელმძღვანელ მილერსაც დაუწესა
აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები, ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი. ასევე სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. ინტერპრესნიუსი
სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 24 წელი მიუსაჯეს
გაერო-ში რუსეთის ელჩი – ლონდონი ცეცხლს ეთამაშება
– გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ბრიტანეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფაში მოსკოვის დადანაშაულებით ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე და დიდი ბრიტანეთის გამო რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა. „რუსეთი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე […]
ტიმოშენკო სტალინს დაემსგავსა
უკრაინული პარტია “ბატკავშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დღეს რადაში უცნაურად ჩაცმული მივიდა. მის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. გამოცემა ყურადღებას მის ვარცხნილობაზეც ამახვილებს, რომელი ტიმოშენკოს არ შეუცვლია. ის სხდომაზე სამხედრო სტილში გამოჩნდა. “იულიას ფრენჩისკენ გაუწია გულმა, მეტად სიმპტომატურად. კობასაც კი (იგულისხმება სტალინი), კიმთან ერთად (იგულისხმება კიმ ჩენ ინი) სახელოებზე ლამპასები არ ჰქონიათ”. წერს დიმიტრი […]
ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში – პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება. მედიის ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა და ეტაპობრივად გავრცელდა სხვა სართულებზეც. შენობიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორცილედა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ამის მიუხედავად, ხანძარი მაინც ვრცელდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ინტერპრესნიუსი
სროლა თურქეთის უნივერსიტეტში – 4 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მდებარე უნივერსიტეტში სროლა იყო. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი უნივერსიტეტის თანამშრომელმა გახსნა. დაღუპულებს შორის არის დეკანი, ფაკულტეტის მდივანი და ლექტორები. კაცი, რომელიც ისროდა, პოლიციამ უკვე დააკავა.










