თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტერორისტს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირების შესახებ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოკუპანტივით იქცევა. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ. სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერი წერს, რომ მას, ვისაც კვიპროსის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და ქურთების […]
კატეგორია: მსოფლიო
მიწისძვრა ირანში – დაშავდა 38 ადამიანი
ირანის დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Yahoo News-ი იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანისა და ერაყის საზღვართან მდებარეობდა. გასული წლის 12 ნოემბერს ამ რეგიონში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. შედეგად 540 ადამიანი დაიღუპა. იმედინიუსი
მოსკოვში რუსი მილიარდერი ძმები მაგომედოვები დააკავეს
მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, სასამართლომ 2.5 მილიარდი რუბლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მაგომედოვს უარი უთხრა. თავად ბრალდებული დანაშაულს “კატეგორიულად უარყოფს”. მოგვიანებით, მისი ძმა მაგომედ მაგომედოვიც დააკავეს, რომელიც ასევე არ აღიარებს ბრალს. ზიავუდინ მაგომედოვი საჰოლდინგო კომპანია “Сумма”-ს […]
სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს
სტივენ ჰოკინგი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. ამის შესახებ The Journal-ი წერს. ჰოკინგი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინის და სხვა ბრიტანელი მეცნიერების საფლავების გვერდით დაკრძალეს. ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა. ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, […]
რუსეთი 50 ბრიტანელ დიპლომატს აძევებს
რუსეთი, „სარკისებრი ზომების“ ფარგლებში, 50-ზე მეტი ბრიტანელი დიპლომატის გაძევებას აპირებს, – ამის შესახებ ТАСС-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განუცხადა. 30 მარტს, მოსკოვმა, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, რიგი ქვეყნების დიპლომატების ქვეყნიდან გააძევების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ურთიერთობები ლონდონსა და მოსკოვს შორის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა […]
საფრანგეთში დაჭრეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი – მისი მეუღლე მოკლეს
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას მახლობლად უცნობმა პირებმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რაჰიმ ნამაზოვს ესროლეს. ამის შესახებ ტელეარხი France3 იუწყება. ინციდენტი კოლომიეს კომუნაში მოხდა. ნამაზოვის მანქანას, რომელშიც ასევე მისი მეუღლე იმყოფებოდა, დაეწია სხვა ავტომობილი, საიდანაც ჟურნალისტს 8-ჯერ ესროლეს. „მამაკაცი ზურგში მძიმედ იყო დაჭრილი. მის მეუღლეს ტყვია თავში მოხვდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა“, – იუწყება France3. […]
ბაქოში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა
ბაქოს გარაგადის რაიონში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა, იუწყება აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს–სამსახური. აირანტოკანის ვულკანის ამოფრქვევა დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ცეცხლის ალიც მოჰყვებოდა. ცეცხლის სვეტი კრატერის ზედაპირიდან 100–150 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. ვულკანური პროცესის პროდუქტები დაახლოებით 2 ჰა ფართობზე გავრცელდა. ვულკანის ტერიტორიაზე რადიალური ბზარები გაჩნდა. უწყების ცნობით, ვულკანის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია. ტალახის ვულკანი […]
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი დააკავეს
კემეროვოში სავაჭრო ცენტრი „Зимняя вишня“ თვითნებურად ააშენეს, სამშენებლო ნებართვის გარეშე, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა დააკავეს კემეროვოს ოლქის სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი ტანზილია კომკოვა, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიის მიხედვით, მან არ მიიღო შესაბამისი ზომები თვითნებურად და ნებართვის გარეშე აშენებული სავაჭრო-გასართობი ცენტრის ექსპლუატაციის შესაწყვეტად, […]
თურქეთში ავარიის შედეგად 17 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა
თურქეთში, იგდირის პროვინციაში ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს. არალეგალები მიკროავტობუსით ყარსში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დაიწყეს, მათ დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახათ, რომელსაც ასევე არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. საერთო ჯამში ორ […]
თურქეთში ავტობუსი საგზაო ნიშანს შეეჯახა – დაიღუპა 17, დაშავდა 36 ადამიანი – საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიან
თურქეთის იგდირ-ყარსის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. თურქეთის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო ნიშანს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოშია მოთავსებული.










