კატეგორია: მსოფლიო

იულია სკრიპალმა პირველი განცხადება გააკეთა – ”განსაკუთრებული მადლობა სოლსბერის მცხოვრებლებს”

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის პოლიციამ გაავრცელა იულია სკრიპალის პირველი განცხადება, რომელიც მან გონზე მოსვლის შემდეგ გააკეთა. – მე მადლობელი ვარ ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისა და გამოჯანმრთელების სურვილი გამო, რომლებსაც ვიღებ, – ნათქვამია განცხადებაში. იულის სკრიპალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოლსბერის მცხოვრებლებს. – ჩემი გამოჯანმრთელებისთვის ბევრ ადამიან ვუხდი მადლობას, განსაკუთრებით, სოლსბერის მცხოვრებლებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, როდესაც მე და […]

აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა – ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე

ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე, მან-ისა და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი ადგილზე მისულმა მაშველებმა მანქანიდან ამოიყვანეს. ავარიის შედეგად მან-ის სატვირთო ავტომობილში არსებული 50 ტონა ნავთობი დაიღვარა. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პირველი

ბრიტანულმა დაზვერვამ „ნოვიჩოკის“ წარმოების ადგილს მიაკვლია

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა “საიდუმლო რუსული ლაბორატორიის” კვალს მიაგნეს, სადაც ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი “ნოვიჩოკი” სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლისთვის დაამზადეს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს. გაზეთი არ ჰყვება, ზუსტად სად მდებარეობს ლაბორატორია. ამასთან ირწმუნება, რომ დიდმა ბრიტანეთმა იცოდა ქიმიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, მანამ, სანამ სკრიპალს დაესხემებოდნენ თავს. ამავდროულად გამოცემა The Daily Mail-ი ბრიტანულ დაზვერვაზე […]

პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. პრინცს თეძოს ოპერაციას ხვალ მეფე ედუარდის სახელობის საავადმყოფოში გაუკეთებენ. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პრინცი რამდენიმე ღონისძიებას ვერ დაესწრო. 96 წლის პრინცი ფილიპი მონარქის ვალდებულებას გასული წლის აგვისტოში ჩამოშორდა. თვის ბოლოს, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდება, მაისში კი პრინც […]

იუთუბის ოფისთან ქალმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ქალმა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ოფისთან ცეცხლი გახსნა, ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.სროლის გამო შენობა თანამშრომლებმა პანიკის ფონზე დატოვეს. ,,სროლა YouTube-ის რედაქციასთან დაიწყო. ვუყურებდით, როგორ გარბოდა ხალხი ოფისიდან “ – წერს კომპანიის თანამშრომელი ვადიმ ლავრუსიკი ,,ტვიტერზე“. შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. […]

ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლეს

ქალი, რომელიც დღეს Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია. შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე ადგილობრივი დროით დღის 12:46 საათზე შევიდა. დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცველებს გაწეული […]

დიანა ბერიძის სასამართლო – “უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე”

– უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე, ამ წინადადებით მიმართა თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე პროკურორმა დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 39 წლის ექიმს. ქართველი ქალის სიკვდილი დღემდე იდუმალებით არის მოცული. ექიმი საკუთარ შეცდომას აღიარებს, თუმცა, არის თუ არა ეს ერთადერთი მიზეზი, უცნობია. – ექიმი მკვლელობის რეალურ მიზეზს არ ასახელებს. თუმცა, არსებობს […]

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის – ვიდეო

სოჭში ლისაია გორას ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იწვის. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, „პანორამა სოჭს“ ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღეს

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველმა ქართული ფულადი გზავნილების კომპანია „ინტელ ექსპრესის“ ოფისი დააყაჩაღა. შემთხვევა 1 აპრილს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა. საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს, ოფისის თანამშრომლები კი, სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.

ლუკაშენკო – “თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით”

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა და მასთან ბელორუსული პროდუქციის რუსეთში შეტანის საკითხის განხილვა სურს. ამასთანავე ლუკაშენკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ სხვა ბაზრები ეძიონ. – თუ რუსეთს არ ესმის ჩვენი და არც სურს ესმოდეს, რას ვიზამთ, შევხვდებით პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ, განვიხილავთ დეტალურად და სრულად ყველა საკითხს. აუცილებელია გაირკვეს. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, […]