კატეგორია: მსოფლიო

ანდრეი მაკარევიჩი – ”რუსული პროპაგანდა ხალხს ბოროტ დებილებად აქცევს”

რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი თავის ჯგუფთან „მაშინა ვრემენი“ ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გასტროლებზე იმყოფება. მუსიკოსი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში იმ პროპაგანდაზე წერს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ახვევს თავს: „იმის გამო, რომ სისხლიანი ჟიდობანდეროვეცის იმიჯი გაცვდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, გთავაზობთ ახალ მკაფიო იმიჯს – ჟიდოამერიკელს“- დაწერა მაკარევიჩმა ფეისბუკზე. 18 მარტს მუსიკოსმა დაწერა სოციალურ ქსელში, […]

იულია სკრიპალის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. მედიკოსების ცნობით, იულია სკრიპალის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის. 27 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ შესაძლოა სკრიპალები ვერასდროს გამოჯანრთელდნენ. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. […]

მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წელი და 10 თვე მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ე.წ. კანონიერი ქურდი სასამართლომ რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. შაქრო კალაშოვი 2016 წელს დააკავეს. მისი საქმის ფარგლებში მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მათ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო მიიღეს. […]

მერკელმა და მეიმ რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებას მიაღწიეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “რუსულ აგრესიასთან გამკლავების” შესახებ სპეციალურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ვებგვერდზე წერია. მეიმ გერმანელ კოლეგას სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. ერთობლივი მოლაპარაკებების დროს, მერკელმა და მეიმ ტრამპის მიერ  ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადების დაწესებაზე და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზეც იმსჯელეს. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი […]

“დიანა ბერიძის ექიმს დახმარება რომ ეთხოვა, ქალი გადარჩებოდა” – მკვლელობის საქმის დეტალები

ქართველი ემიგრანტი ქალის, 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. ამჯერად ჩვენება იპოკრატიოს საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისცა: “მკვლელობაა, გაუკეთო ანესთეზია სასუნთქი აპარატების გარეშე. ექიმს რომ ჩვენთვის დახმარება ეთხოვა, ქალი გადარჩებოდა.” ანესთეზიოლოგმა აღწერა ყველა ის პროცედურა, რომელიც დეპარტამენტთან შეთანხმებით კეთდება და აღნიშნა, რომ ქალის სხეულში აღმოჩენილი დოზა, იმ ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო არ […]

მიხეილ სააკაშვილი – “უკრაინის სამართალდამცველებმა დამაყაჩაღეს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. ZN.ua-ს ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა პოლიტიკოსის პირადი ნივთების დაბრუნება, რომლებიც ადვოკატის თქმით, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაქრა, კერძოდ, საუბარია დოკუმენტებზე, პორტატულ კომპიუტერზე, რამდენიმე მობილურ ტელეფონსა და სააკაშვილის სავიზიტო ბარათებზე. […]

სკოტლანდ-იარდი – სკრიპალები თავიანთ სახლში მოწამლეს

ლონდონის პოლიციის გამომძიებლების განცხადებით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი საკუთარ სახლში მოწამლეს. “დეტალური კრიმინალისტური და სამეცნიერო კვლევის შემდეგ გამომძიებლები მიიჩნევენ, რომს  სკრიპალები თავიანთ სახლში მოწამლეს. მომწამლავი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მათ სახლის შესასვლელ  კარებთან დააფიქსირეს” – ნათქვამის სკოლტლანდ-იარდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის […]

ТАСС: კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს

რუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი შესაძლოა, განზრახ გააჩინეს, შენობის მეოთხე სართულზე, ბავშვთა გასართობ კომპლექსში. მის შესახებ სააგენტო „ტასსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს. „სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“ – განაცხადა წყარომ. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება. „ცეცხლი მშრალ აუზში გაჩნდა პარალონის კუბებით“ – აზუსტებს წყარო. მისივე თქმით, გამოძიება სხვა […]

“არ გაამხილოთ, კემეროვოში რამდენი ადამიანი დაიღუპა და ამერიკელები არ გავახაროთ” – ქალი კემეროვოს ტრაგედიაზე – ვიდეო

კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ არა მხოლოდ რუსეთი, მთელი მსოფლიო შეძრა. სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ. ტრაგედიის დროს კინოთეატრების კარები ჩაიკეტა, რის გამოც იქიდან გამოღწევა ვერავინ შეძლო. ისინი ჩაიწვნენ ან გაიგუდნენ, მაშინ როცა ტელეფონით მშობლებს, ახლობლებს ელაპარაკებოდნენ. დაღუპულების ახლობლები მაშველების არაოპერატიულობაზეც და შესაბამისი აღჭურვილობის არქონაზეც საუბრობენ. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა რეალურად. ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა […]

რუსი ვარსკვლავი დიმიტრი ნაზაროვი: “რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი, როცა სამართალი არაა, რა დაგიშლის, რომ ხალხი დაწვა”

პოპულარული რუსი მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. რუსმა ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლექსს კითხულობს „ქვეყანა რომელიც სირცხვილისგან იწვის, სადაც მხოლოდ ტყუილი ფასობს, რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი. ჩვენ ომის არ უნდა გვაშინოდეს, იქამდე ვერც ვიცოცხლებთ. აღლუმებს შორის კი თავად დავწვავთ ჩვენს ხალხს…. როდესაც კანონს სამართალი […]