კატეგორია: მსოფლიო

ირანში ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთით, ბუშერის პროვინციაში მაგნიტუდით 5,0 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თეირანის უნივერსიტეტის სეისმური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გონავას რაიონში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ირანის ქალაქ ბუშერთან, ბუშერის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. პირველი

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ – მათ ვერტმფრენს ძრავი გაუფუჭდა

ვერტმფრენში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთ ძრავა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ინციდენტი 15 მარტს მოხდა. მომხდარის გამო, წყვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო ვაშინგტონში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში. ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. ძრავის გაფუჭების მიზეზი უცნობია. იმედინიუსი

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა. პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. „~- მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის, – განაცხადა პუტინმა. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ […]

სერგეი ლავროვი: დასავლური გაზეთების კითხვა საჭირო არ არის

მიხეილ ბულგაკოვი წერდა: „ნუ დაიწყებთ დილიდან საბჭოთა გაზეთების კითხვას“. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო. ყველაფერს ძალიან გამარტივებულად და უხეში პროპაგანდის სახით გადმოსცემენ. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ამის გაგება შეიძლება სხვადასხვა ვითარებებზე დაკვირვებით, „იქნება ეს აღმოსავლეთ ღუთა თუ ლონდონში […]

რუსეთში კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, „გოგი ფოტისკი“ დააკავეს

რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, იგივე „გოგი ფოტისკი“ დააკავეს. როგორც რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, ის ეჭვმიტანილია 2013 წელს ბიზნესმენ ალეკსანდრ ხარჩენკოს მკვლელობაში. გუგუშვილთამ ერთად დაკავებული იქნა ე.წ „კრიმინალური სამყაროს“ კიდევ ორი წარმომადგენელი. 360tv.ru-ს ინფორმაციით სამივე პირმა დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. ბიზნესმენი ალეკსანდრ ხარჩენკო 2013 წლის 9 ივნისს მოსკოვში მოკლეს. ხარჩენკოს ჭრილობა […]

ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს

რუსი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს. ამის შესახებ Independent-ი გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს. პათოლოგანატომების თქმით, სიკვდილის მიზეზი კისრის დაზიანება გახდა. გლუშკოვის ცხედარი 13 მარტს იპოვეს. გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. 2010 წელს მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად […]

რომან აბრამოვიჩს შეიძლება ჩელსი ჩამოართვან

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა, კლუბის აქციები დაკარგოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციების შემოღებას აპირებს იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან გარეული და თავიანთი ფული დასავლეთში გაიტანეს. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს. თუ დამტკიცდება, რომ აბრამოვიჩმა ინგლისში აქტივები არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულით შეიძინა, მისი ქონება შესაძლოა, კონფისკაციას დაექვემდებაროს. კანონის მიღება ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლას უკავშირდება. […]

ბორის ჯონსონი – ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, – იუწყება Sky News. ბორის ჯონსონის თქმით, ცხადია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული და დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და […]

ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედო

ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფს“ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა. სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი […]

მაიამიში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა 6 ადამიანი

ამერიკაში, ქალაქ მაიამიში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავებულია. აღსანიშნავია, რომ ჩამონგრეული ხიდის ქვეშ საავტომობილო პარკინგი იყო. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. ხიდი არ ფუნქციონირებდა და მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმებოდა. ადგილობრივი მთავრობის ჩანაფიქრით, ის მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხოდ მისვლაში […]