ვერტმფრენში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთ ძრავა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ინციდენტი 15 მარტს მოხდა. მომხდარის გამო, წყვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო ვაშინგტონში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში. ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა.
ძრავის გაფუჭების მიზეზი უცნობია.
იმედინიუსი