ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა, იგი ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ჩაანაცვლა. სადაზვერვო უწყებას ჯინა ჰესპელი უხელმძღვანელებს.
კატეგორია: მსოფლიო
ტერეზა მეიმ რუსეთს სკრიპალის მოწამვლაში ოფიციალურად დასდო ბრალი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს გრუ-ს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა ოფიციალურად დააბრალა. – ახლა ცხადია, რომ ბატონი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს იმ ტიპის საბრძოლო ნერვიულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელიც რუსეთში იწარმოება, – განაცხადა მან დღეს პარლამენთის თემთა პალატაში გამოსვლისას. ტერეზა მეიმ სკრიპალის მოწამვლას უწოდა რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.
პუტინი – “ბაბუაჩემი სტალინის მზარეული იყო”
გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთში ვიზიტების დროს, ზოგჯერ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთის მისი საყვარელი ლუდი ჩააქვს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამას თავად ვლადიმერ პუტინი ადასტურებს. „ანგელა მერკელს დროდადრო ჩამოაქვს რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი“ – აცხადებს პუტინი ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამავე ინტერვიუში ცნობლი ხდება, რომ პუტინის ბაბუა მზარეულად ჯერ ლენინთან, […]
უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი „სუმბატ თბილისკი” დააკავეს
უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მოქალაქე სუმბატ აბასოვი, მეტსახელად „სუმბატ თბილისკი” დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანულ ტელეკომპანია „112“ -ზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს. სუმბატ აბასოვი ხარკოვში დააკავეს, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში გადასვლას არალეგალურად, საბუთების გარეშე ცდილობდა. აბასოვი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. პირველი
ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა. ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს. თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა. პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, […]
ნატომ უკრაინა ასპირანტ ქვეყნად აღიარა
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ასპირანტ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა. ,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღიარებს უკრაინის სურვილს, რომ იყოს ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის მიზანი ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაა. „მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. ნატომ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანში გაწევრიანების გზაზე”, – […]
განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?
გახშირდა კავკასიელი ექსპერტების პროგნოზები მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე. ახალ ომს წინასწარმეტყველებენ იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა განაცხადეს მოლაპარაკებათა პროცესის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ. არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებები გააქტიურდება ორივე ქვეყანაში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან ენდრიუ შეფერი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო დიდხანს ვერ შენარჩუნდება, […]
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. ამის შესახებ სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა, იუწყება „რადიო თავისუფლება“. სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა. მისი მტკიცებით, რუსული ეკლესიის სულიერ ლიდერს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს. – […]
არიელ პალიცი ნიუ-იორკის ღამის მერად დაინიშნა
ნიუ-იორკის მერმა ქალაქის „ღამის ცხოვრების მერი“ დანიშნა. არიელ პალიცი პირველი იქნება, ვინც ახლად შემოღებულ თანამდებობას დაიკავებს. ახალი პოსტის ოფიციალური დასახელებაა „ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი“, თუმცა მას არაოფიციალურად „ღამის ცხოვრების მერად“ მოიხსენიებენ. არიელ პალიცს საბჭოში 12 წევრი ეყოლება და 300.000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი ექნება. ახალი სამსახურის კომპეტენციაში შედის ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემა, […]
ჩეჩნეთში სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ერთ–ერთი სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 2 ადამიანი გადარჩა. ვერტმფრენი Ми-8 სპეცსამსახურების ერთ–ერთ დანაყოფს ეკუთვნოდა. „წინასწარი მონაცემებით, სპეცსამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა“, – უთხრა წყარომ სააგენტოს. ვერტმფრენი ხანგიხის ხეობაში მოსკოვის დროით 10.59 საათზე ჩამოვარდა. ინციდენტის მიზეზები დგინდება.










