კატეგორია: მსოფლიო

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა. ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს. თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა. პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, […]

ნატომ უკრაინა ასპირანტ ქვეყნად აღიარა

ნატომ უკრაინა ასპირანტ ქვეყნად აღიარა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ასპირანტ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა. ,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღიარებს უკრაინის სურვილს, რომ იყოს ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის მიზანი ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაა. „მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. ნატომ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანში გაწევრიანების გზაზე”, – […]

განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?

განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?

გახშირდა კავკასიელი ექსპერტების პროგნოზები მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე. ახალ ომს წინასწარმეტყველებენ იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა განაცხადეს მოლაპარაკებათა პროცესის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ. არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებები გააქტიურდება ორივე ქვეყანაში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან ენდრიუ შეფერი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო დიდხანს ვერ შენარჩუნდება, […]

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. ამის შესახებ სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა, იუწყება „რადიო თავისუფლება“. სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა. მისი მტკიცებით, რუსული ეკლესიის სულიერ ლიდერს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს. – […]

არიელ პალიცი ნიუ-იორკის ღამის მერად დაინიშნა

არიელ პალიცი ნიუ-იორკის ღამის მერად დაინიშნა

ნიუ-იორკის მერმა ქალაქის „ღამის ცხოვრების მერი“ დანიშნა. არიელ პალიცი პირველი იქნება, ვინც ახლად შემოღებულ თანამდებობას დაიკავებს. ახალი პოსტის ოფიციალური დასახელებაა „ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი“, თუმცა მას არაოფიციალურად „ღამის ცხოვრების მერად“ მოიხსენიებენ. არიელ პალიცს საბჭოში 12 წევრი ეყოლება და 300.000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი ექნება. ახალი სამსახურის კომპეტენციაში შედის ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემა, […]

ჩეჩნეთში სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა

ჩეჩნეთში სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ერთ–ერთი სპეცსამსახურის ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 2 ადამიანი გადარჩა.  ვერტმფრენი Ми-8 სპეცსამსახურების ერთ–ერთ დანაყოფს ეკუთვნოდა. „წინასწარი მონაცემებით, სპეცსამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა“, – უთხრა წყარომ სააგენტოს. ვერტმფრენი ხანგიხის ხეობაში მოსკოვის დროით 10.59 საათზე ჩამოვარდა. ინციდენტის მიზეზები დგინდება.

სირიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 9 აპრილის მონაწილე რუსი გენერალიც იყო

სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა - 32 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, ვლადიმერ ერემეევი მაშინ პოლკოვნიკი იყო და 1988-1991 წლებში ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა. სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავი დაჯდომისას ჩამოვარდა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა. ბორტზე მყოფი 32 ადამიანი […]

პაპუა-ახალ გვინეაში მიწისძვრა მოხდა – 18 ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალ გვინეაში მიწისძვრა მოხდა - 18 ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალ გვინეაში მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით სტიქიის შედეგად 150 ათასზე მეტმა ადამიანმა სახლები დაკარგა, დანგრეულია ხიდები და გზები. გარდა ამისა, ბოლო დროს მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოსულმა მეწყერმა სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა 27 თებერვალს პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად […]

სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა – 32 ადამიანი დაიღუპა

სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა - 32 ადამიანი დაიღუპა

ცოტა ხნის წინ სირიაში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 ჩამოვარდა. ინციდენტი მოსკოვის დროით 3 საათზე, ხმეიმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ან-26, რომლის ბორტზეც 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ბაზაზე ჯდებოდა, როდესაც კატასტროფა მოუვიდა. ის ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში დაეცა მიწაზე. ბორტზე მყოფი 32-ვე ადამიანი დაიღუპა.

პოროშენკოს კორტეჟმა პენსიონერი გაიტანა

პოროშენკოს კორტეჟმა პენსიონერი გაიტანა

კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კორტეჟის ავტომობილმა შუქნიშანზე პენსიონერს დაარტყა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პენსიონერს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც მოხუცი გზაზე გადასვლას წითელ შუქზე ცდილობდა. მედია აღნიშნავს, რომ პენსიონერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილი ადგილზე არ გაჩერებულა. პირველი