კატეგორია: მსოფლიო

სირიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 9 აპრილის მონაწილე რუსი გენერალიც იყო

სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, ვლადიმერ ერემეევი მაშინ პოლკოვნიკი იყო და 1988-1991 წლებში ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა. სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავი დაჯდომისას ჩამოვარდა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა. ბორტზე მყოფი 32 ადამიანი […]

პაპუა-ახალ გვინეაში მიწისძვრა მოხდა – 18 ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალ გვინეაში მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით სტიქიის შედეგად 150 ათასზე მეტმა ადამიანმა სახლები დაკარგა, დანგრეულია ხიდები და გზები. გარდა ამისა, ბოლო დროს მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოსულმა მეწყერმა სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა 27 თებერვალს პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად […]

სირიაში რუსული ან-26 ჩამოვარდა – 32 ადამიანი დაიღუპა

ცოტა ხნის წინ სირიაში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 ჩამოვარდა. ინციდენტი მოსკოვის დროით 3 საათზე, ხმეიმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ან-26, რომლის ბორტზეც 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ბაზაზე ჯდებოდა, როდესაც კატასტროფა მოუვიდა. ის ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში დაეცა მიწაზე. ბორტზე მყოფი 32-ვე ადამიანი დაიღუპა.

პოროშენკოს კორტეჟმა პენსიონერი გაიტანა

კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კორტეჟის ავტომობილმა შუქნიშანზე პენსიონერს დაარტყა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პენსიონერს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც მოხუცი გზაზე გადასვლას წითელ შუქზე ცდილობდა. მედია აღნიშნავს, რომ პენსიონერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილი ადგილზე არ გაჩერებულა. პირველი

კიევის აეროპორტში გერმანიის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ძებნილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, – წერს NewsOne. მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა. „დამნაშავე იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც თბილისის რეისს ელოდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში. დაკავებული პირი უკრაინის ეროვნულ პოლიციას გადასცეს, მისი დაკავების შესახებ კიევში ინტერპოლის უკრაინის ბიუროსაც აცნობეს. პირველი

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარჯვენეცენტრისტული კოალიცია იკავებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს ამ კოალიციაში შემდეგ ძალებია გაერთიანებული: იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის “ფორცა იტალია”, ჩრდილოური ლიგა და იტალიის ძმები (Lega Nord, Fratelli d’Italia) და ჩვენ და იტალია (Noi con l’Italia). ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენეცენტრისტები ხმების დაახლოებით 35,5% მოიპოვეს. მეორე ადგილზე ხმების დაახლოებით 32,5%-ით ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაა, ხოლო მესამეზე […]

თეთრი სახლის წინ კაცმა თავი მოიკლა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა. ინციდენტი ჩრდილოეთის ჭიშკართან მოხდა. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. რა გახდა სუიციდის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა. მედიამალლ.გე

ტრამპმა ანტირუსული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციების გახანგრძლივება უკრაინის საკითხს, ყირიმის ოკუპაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი კიდევ ერთი წლით, ძალაში ტოვებს 2014 წლის 6 მარტს ბარაკ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების […]

ლუცენკო – „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა”

კიევში, რადას შენობასთან მომხდარ მოვლენებს უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გამოეხმაურა. როგორც მან Facebook-ის გვერდზე დაწერა, „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა. მისივე თქმით, არ შეიძლება „კარვების ქალაქი“ იარაღის ასაფეთქებელი ნივთიერებების გროვად გადაიქცეს. ლუცენკომ ასევე აღნიშნა, რომ პროკურორები ყურადღებით აკვირდებიან დაკავებულებისა და სამართალდამცველების ურთიერთობასაც. 3 მარტს პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, […]

პოლიციამ ჯეიმს ერიკ დევისი დააკავა

პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში საკუთარი მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ნათქვამია მიჩიგანის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დაკავება ინციდენტის გარეშე მოხდა. ამერიკის მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლა გუშინ მოხდა, პოლიციაში ორი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ახალგაზრდამ ჯეიმს ერიკ-დევის უმცროსმა საკუთარი მშობლები მოკლა. ინტერპრესნიუსი