კატეგორია: მსოფლიო

  მოსკოვში სტომატოლოგთან მიმავალი ალექსეი ნავალნი დააკავეს

  მოსკოვში სტომატოლოგთან მიმავალი ალექსეი ნავალნი დააკავეს

რუსეთში, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა .„ამტკივდა კბილი, წავედი სტომატოლოგთან – გამარჯობა, მეორე ოპერატიული პოლკი, თქვენ დაკავებული ხართ. სადღაც მივყავარ.“- დაწერა ნავალნიმ. ცოტა ხანში ნავალნიმ მეორე შეტყობინებაც გაავრცელა: „მიმიყვანეს იაკიმანკას პოლიციის განყოფილებაში, მეუბნებიან რომ 10 წუთში გამიშვებენ და სამსახურშიც კი მიმიყვანენ“- წერს ნავალნი. ნავალნიმ ინსტაგრამზე პოლიციის მანქანაში გადაღებული ფოტოც ატვირთა.

დღეს პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება

დღეს პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში, დღეს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება. პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოხდეს. ბრალდების მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი […]

შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Carney (DDG 64) შავ ზღვაში იმყოფება. იგი შეუერთდა მეორე გემს – USS Ross (DDG 71)-ს, რომელიც შავ ზღვაში 17 თებერვლიდან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Carney და Ross შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობენ. ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია […]

იტალიასა და გერმანიაში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

იტალიასა და გერმანიაში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

იტალიასა და გერმანიაში ქურდობის ბრალდებით და ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქართველები დააკავეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 41 წლის კაცი ქალაქ მატერაში ერთ-ერთი კერძო სახლის გაქურდვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედმა თანამზრახველთან ერთად შეაღწია სახლში და ძვირფასეულობა მოიპარა. ქურდობაში ბრალდებულების პოვნა პოლიციამ მანქანის სანომრე ნიშნის საშუალებით შეძლო. დაკავების დროს სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი. რაც […]

გერმანული თავშესაფრები ქართველ დამნაშავეთა ბანაკებად გადაიქცა – გერმანული მედია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ წერს

გერმანული თავშესაფრები ქართველ დამნაშავეთა ბანაკებად გადაიქცა - გერმანული მედია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ წერს

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრმა იოახიმ შტამპმა „Welt”-თან ინტერვიუში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვის ზრდაზე და ქართველთა მონაწილეობით კრიმინალური შემთხვევების მატებაზე ისაუბრა. შტამპი აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა ქმედებებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა. ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და […]

დაღესტანში ეკლესიიდან გამოსული 4 ქალი მოკლეს

დაღესტანში ეკლესიიდან გამოსული 4 ქალი მოკლეს

დაახლოებით 2 საათის წინ დაღესტანში, ყიზლარში, სისხლიანი ტრაგედია მოხდა. უცნობმა პიროვნებამ  ცეცხლი გაუხსნა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ყველიერის ბოლო დღეს აღნიშნავდნენ. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა. ყველა დაღუპული ქალია. დაჭრილები ყიზლარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. ის 1995 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც ადრე არასდროს მოხვედრილა ძალოვანების ყურადღების ცენტრში. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი […]

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო. ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ ამზადებდა. მისი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ 6 პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები. აღნიშნული დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა, ხოლო […]

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაიღუპა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ყველა მგზავრი დაიღუპა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფა ისპაანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავში 66 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 1 ბავშვი. ყველა მგზავრი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის. ინტერპრესნიუსი

ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ხდება?

ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ხდება?

ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის, სირია რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილად. რეგიონში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისათვის. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ისრაელი ხდება. თურქეთის მიერ სირიაში ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” რამდენიმე დღის წინ დაემატა დაპირისპირება ისრაელს, ირანსა და სირიას შორის. ისრაელმა ჩამოაგდო ირანის თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეში […]

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რამდენიმე საათის წინ მექსიკაში, ოაჰაკას შტატში. ინფორმაცია  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ((USGS) ვებგვერდზე ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 24,7 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ პინოტეპა დე დონ ლუისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 37 კილომეტრის დაშორებით იყო. წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს.ეროვნულ სეისმოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგების რაოდენობამ, რომის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო, […]