კატეგორია: მსოფლიო

ჟირინოვსკიმ სობჩაკს ბოზი ეძახა, სობჩაკმა კი წყალი შეასხა – ვიდეო

დღეს რუსულ ტელეარხ როსია 1-ზე საპრეზიდენტო კანდიდატებმა ტელედებატები გაიმართეს. მათში, სხვებთან ერთად, ქსენია სობჩაკი და ვლადიმერ ჟირინოვსკი მონაწილეობდნენ. დებატების დროს ჟირინოვსკიმ სობჩაკი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. – გაათრიეთ აქედან ეს ბოზი და სულელი დედაკაცი – ყვიროდა ჟირინოვსკი. პასუხად სობჩაკმა მას წყალი შეასხა. https://www.facebook.com/shakhnazarov/videos/10209098656103827/

პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი ესტონეთში ფულს ათეთრებდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი, სავარაუდოდ, ფულს ათეთრებდა, ამისთვის კი, ესტონეთში უდიდესი დანიური ბანკის დანსკე ბანკის ფილიალს იყენებდა. ამის შესახებ იუწყება დანიური პრესა. ბანკის ესტონური განყოფილება თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც ასევე ეკუთვნის „პუტინის ოჯახსა და ფსბ-ს და უკვე ჩაატარა საეჭვო ოპერაციების ნაწილი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგორ პუტინი ფულს ათეთრებდა ფირმა ლანტანა ტრეიდის გამოყენებით. დანსკე […]

ეგვიპტეში 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – 19 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, ბეჰეირას პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. დაშავებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. გამოცემა „ალ-ვატანის“ ინფორმაციით, შეჯახება აბუ-ელ-ხავის სადგურზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ეკიპაჟი მუშაობს. ინტერპრესნიუსი

კიმ ჩენ ინი დასავლეთში ბრაზილიის მოქალაქის ყალბი პასპორტით მოგზაურობდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე მედიაში მორიგი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება.როგორც აღმოჩნდა, კიმ ჩენ ინი სულაც არ არის თავის ქვეყანაში ჩაკეტილი და თავისუფალდ მოგზაურობდა დასავლეთის ქვეყნებში. ამაზე მოწმობს “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიმ ჩენ ინი დასავლეთ ქვეყნებში სამოგზაუროდ, თაღლითური გზით შეძენილ ბრაზილიის მოქალაქის პასპორტს იყენებდა. რამდენიმე დასავლური ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ იგივე სქემით […]

პაპუა-ახალ გვინეაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

პაპუა-ახალ გვინეაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ენგას პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსხვერპლის რაოდენობა 30-ზე მეტია. ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. იმედინიუსი

სლოვაკეთის პრემიერი 1 მლნ ევროს იძლევა ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობაზე ინფორმაციისთვის

სლოვაკი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი გოგონას მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობა ერთ მილიონ ევროს იხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე ანონიმური შეტყობინებების გაგზავნაცაა შესაძლებელი. პროკურატუაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი ჟურნალისტის მკვლელობის გამოსაძიებლად. შეგახსენებთ, 27 წლის ჟურნალისტი, მეგობარ გოგონას ერთად, მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. ჟურნალისტს […]

არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაში

გერმანიაში 400-მა ეკლესიამ მისცა თავშესაფარი მიგრანტებს, რომლებსაც დეპორტაციის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონსერვატიული ნაწილი მიგრანტებისადმი აგრესიას ხშირად რელიგიური შეხედულებებით ამართლებს, ეკლესიები საპირისპიროდ იქცევიან.  ქრისტიანები არალეგალებს ლეგალური თავშესაფრებით იცავენ. ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა გერმანიამ ლტოლვილებისთვის საზღვრები ფართოდ გახსნა, ეკლესიები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდნენ მიმდინარე პროცესებში. მათი უმეტესობა ნერგავდა და ახორციელებდა პროექტებს მიგრანტების დასახმარებლად. როგორც […]

სირიის თაობაზე საიდუმლო გეგმას ვაშინგტონი და მოსკოვი განიხილავენ?

სირიაში მიმდინარე მოვლების გამწვავებას ანალიტიკოსები დიდ პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებენ. „გარდიანის“ სიტყვებით, ის, რაც სირიაში ხდება, არის სუპერსახელმწიფოებს შორის კონფლიქტის შედეგი. ისინი ღრმად არიან შეჭრილი სირიის პროცესებში და მათი მოქმედებები უფრო აგრესიული ხდება. თურქული მედიის მონაცემებით, შემუშავებულია სირიის პრობლემის მოგვარების გეგმა. ის გასაიდუმლოებულია. მისი მიღება მოსკოვსა და ვაშინგტონზეა დამოკიდებული. ამ მიზნით ამ დღეებში რუსეთის წარმომადგენლები აშშ-ში […]

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდამ ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.ინფორმაციასReuters-ი ავრცელებს. სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს. მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა […]

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი პროტესტის ნიშნად დაიკეტა

ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა. პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც, კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს. კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული “სტატუს-კვოს” დარღვევაა. მათი თქმით, იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა […]