კატეგორია: მსოფლიო

ჩინეთში 53 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის იუნანის პროვინციის საავტომობილო ტრასაზე 53 ავტომობილი ერთამენთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის მიზეზი უამინდობა გახდა. პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, ასევე თოვლჭყაპი იყო, რის გამოც გზის საფარი მოიყინა. პირველის  ინფორმაციით, ავარიის შედეგად ასევე სამი ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული. ადგილზე საავარიო სამსახურები მუშაობენ.

ტაივანში მიწისძვრა მოხდა

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირო იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბიძგები 7.8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმედინიუსი

თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ აფრინში ოპერაციის დასაწყისში 897 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, – ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბი იუწყება. ВВС იუწყება, რომ თურქეთმა, ოპერაცია “ზეთისხილის რტოს” ფარგლებში, ავიაიერიშების დროს, ქურთების პარტია “დემოკრატიული კავშირისა” და “ისლამური სახელმწიფოს” 15 სამიზნე, საცეცხლე წერტილი და იაირაღის საწყობი გაანადგურა. ოპერაციაში მონაწილე თვითმიფრინავები ბაზაზე უვნებლად დაბრუნდნენ, მათივე ცნონებით, – ოპერაცია წინასწარი […]

რუსეთის პატრიარქის ქონება მილიარდ დოლარად შეაფასეს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კირილის (გენდიაევი) პირადი ქონება, შესაძლოა, მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდეს. ამის შესახებ სერგეი ჩაპნინმა განაცხადა, რომელიც 2009–2015 წლებში რუსეთის საპრატრიარქოს ოფიციალური „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის“ რედაქტორის პოზიციას იკავებდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო „პოლიტსოვეტი“. პატრიარქის ქონების შესახებ ჩანაწერი მის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა: „გუშინ საინტერესო სია გამოქვეყნდა „კრემლის ანგარიშიდან“ – მასში სამთავრობო ოლიგარქებიც არიან, მართლმადიდებელი […]

ჯეფ ბეზოსმა ერთ ღამეში 6,5 მილიარდი დოლარი იშოვა

Amazon-ის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი ჯეფ ბეზოსი ერთ ღამეში 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი აქციები 1 თებერვლის ღამეს 6,2 პროცენტით გაძვირდა. მისი აქტივების საერთო ღირებულებამ 123 მილიარდს გადააჭარბა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეიტსთან შედარებით 30 მილიარდი დოლარით მეტი ქონება აქვს. ინფორმაციას Marketwatch-ი ავრცელებს. ამ წლის დასაწყისი ბეზოსისთვის წარმატებული აღმოჩნდა. იანვარში მან სულ 17,4 მილიარდი […]

საფრანგეთში 2 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 5 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში ორი სამხედრო გაზელის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო AFP რეგიონის საგამოძიების ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. კატასტროფის ადგილზე, კურორტ სენ-ტროპედან 50 კილომეტრში მდებარე კარსეს ტბაზე მაშველების ჯგუფები ჩავიდნენ. სულ ვერტმფრენებში 6 ადამიანი იმყოფებოდა, 5 მათგანის ცხედრები უკვე ნაპოვნია. კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო […]

ფრანგი ექსპერტი: “რუსეთის შესაკავებლად სანქციები არ კმარა”

კრემლის სია, რომელიც ახალი ამერიკული ანტირუსული სანქციების საფუძველია, ისევ აქტუალურია. არსებობს მოლოდინი, რომ ახალი სანქციები რუსეთის მაღლაჩინოსნების, ოლიგარქებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ აქამდე მოქმედ სანქციებზე უფრო მეტად დააზარალებს კრემლს და ხელს შეუშლის რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს. ფრანგი ექსპერტი რუსეთის საკითხებში მატიე ბულეგი დარწმუნებულია, რომ სანქციები რუსეთის შესაკავებლად არ კმარა: – ჯერჯერობით, აშშ რუსეთის პოლიტიკას პასუხობს […]

ანკარაში აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა. ანკარას სამთავრობო უბანში, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა. განადგურებულია შენობის პირველი სართული და დაზიანებულია ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება

ფიდელ კასტროს შვილმა თავი მოიკლა

კუბაზე, 68 წლის ასაკში ფიდელ კასტროს უფროსი შვილი დაიღუპა. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ცნობით, “ფიდელიტოს,” როგორც მას მამასთან განსაკუთრებული მსგავსების გამო ეძახდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოშიც გაატარა. ის პროფესიით ბირთვული ფიზიკოსი იყო და განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული.

ქართველები საბერძნეთში ძვირფასეულობას კარგავენ – რა ხდება ომონიის ლომბარდში

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ომონიის ლომბარდთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ საიტი გეორგიანს.გრ. წერს: “ბოლო თვის მანძილზე 20-ზე მეტი მესიჯი შემოვიდა ერთ-ერთ ლომბარდთან დაკავშირებით, რომელიც ომონიაზე მდებარეობს. კერძოდ, აღნიშნულ ლომბარდში უამრავ ქართველს აქვს ჩაბარებული ოქრო და სხვადასხვა ძვირფასეულობა, ასევე ტექნიკა. თუმცა, ბოლო 2 თვის მანძილზე მათ, ვინც თავიანთ ნივთებს გამოსატანად აკითხავს, ლომბარდში ეუბნებიან, რომ ნივთები მათთან […]