რუსეთის პატრიარქის ქონება მილიარდ დოლარად შეაფასეს

რუსეთის პატრიარქის ქონება მილიარდ დოლარად შეაფასესრუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კირილის (გენდიაევი) პირადი ქონება, შესაძლოა, მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდეს.

ამის შესახებ სერგეი ჩაპნინმა განაცხადა, რომელიც 2009–2015 წლებში რუსეთის საპრატრიარქოს ოფიციალური „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის“ რედაქტორის პოზიციას იკავებდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო „პოლიტსოვეტი“.

პატრიარქის ქონების შესახებ ჩანაწერი მის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა:
„გუშინ საინტერესო სია გამოქვეყნდა „კრემლის ანგარიშიდან“ – მასში სამთავრობო ოლიგარქებიც არიან, მართლმადიდებელი მინისტრებიც და სხვა მართლმადიდებელი მაღალჩინოსნები. ცნობილი მღვდლის შვილიც კი არის სიაში შეყვანილი, მაგრამ ამ სიაში არ არის პატრიარქი კირილი. მისი შეყვანა თავისუფლად შეიძლება ოლიგარქების ჩამონათვალში, ვინაიდან მისი პირადი ქონება აშკარად აღემატება 1 მლრდ დოლარს“, – განაცხადა ჩაპნინმა.

პატრიარქი კირილის შემოსავლებისა და ქონების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მანამდე არასდროს გამოქვეყნებულა.

პირველი