კატეგორია: მსოფლიო

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება.  მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ მოჰეანიდა 172 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებული. გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის შედეგების საფრთხის მწვანე დონე გამოაცხადა, რომელიც მსხვერპლისა და ეკონომიკურ ზარალის მცირე ალბათობას ნიშნავს. იმედინიუსი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიეს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი 6 წლის ვადით აირჩიეს. მას 229 დეპუტატიდან მხარი 107-მა დაუჭირა. დუნია მიატოვიჩი უფლებამოსილების შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება. მიატოვიჩი 2010-2017 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელი იყო.

კვიპროსის მთავრობამ კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად საქართველოს 12.595 კვ.მ მიწა აჩუქა

კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა. კვიპროსის რესპუბლიკაში, კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 12.595 კვ.მ მიწის ფართობი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოეცა, სადაც ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება. დიალოგი მხარეებს შორის აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისათვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა და დოკუმენტს […]

იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ყველაზე დიდი კუნძულის, ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 103 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. მიწისძვრა ზედაპირიდან 40 კილომეტრით ქვემოთ, ფილების გადაადგილებამ გამოიწვია. ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესამე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. ბოლო 24 საათის გამნავლობაში კი,  იაპონიისთვის მეორე სეიმური აქტივობაა. გუშინ იაპონიაში ვულკანი კუსაცუ ამოიფრქვა და ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ბიძგები მეზობელ კუნძულ […]

რუსეთში ფილმ “სტალინის სიკვდილის” ჩვენება აკრძალეს – ვიდეო

რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული სატირული კომედიის “სტალინის სიკვდილი” კინოგაქირავებაში ჩაშვების ნებართვა გამოითხოვა. ფილმის ჩვენება რუსეთში 25 იანვარს გამართულიყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მანამდე კი ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც კინოს სპეციალისტები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი მათგანი მისი აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. კომედიაში, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა არმანდო იანიჩიმ გადაიღო, […]

ვახტანგ მაისაია: “კონფლიქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის”

საქართველოს საზღვრებიდან 500 კილომეტრში ახალი კონფლიქტი ძალას იკრებს თურქეთსა და სირიელ ქურთებს შორის, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკა. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აფასებს შექმნილ ვითარებას და ამბობს, რომ ახალი კონფლიქტი საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში არსებულ ძალთა ბალანსს შეცვლის. ვახტანგ მაისაია: – ამერიკელებმა წამოაყენეს იდეა, შექმნილიყო გაერთიანებული ფრონტი ბაშარ ასადის წინააღმდეგ. […]

გერმანიაში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელი მოკლა

გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში 15 წლის სკოლის მოსწავლე 14 წლის თანაკლასელი მოკლა. მოზარდი დაკავებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დილის 8:00 საათზე მოხდა. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის მუხლის აღძრა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილს გერმანიის გარდა ყაზახეთის მოქალაქეობაც აქვს.

თურქი ექსპერტები – „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“

სირიაში ომის დამთავრებულად გამოცხადების მიუხედავად, სირიაში მშვიდობა მოსალოდნელი არ იყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლომდე დაშლილი არ არის. სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ რჩებიან მისი წევრი ჯიჰადისტები. სირიაში მოქმედებას აგრძელებენ ე.წ.ზომიერი ოპოზიციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან როგორც ასადის რეჟიმს, ისე „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ჯებხატ ან ნუსრას“. ამას ემატება თურქეთის ტრადიციული დაპირისპირება ქურთებთან. თურქეთის მხრიდან სირიის ქურთებით დასახლებულ […]

ქაბულში, სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თავდასხმისას 43 ადამიანია დაღუპული

ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, რომელიც ავღანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროს ეყრდნობა, ქაბულში, სასტუმრო Intercontinental-ზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ადრე ავღანეთის შსს მხოლოდ 5 დაღუპულზე საუბრობდა. დაღუპულებს შორისუცხოელებიც არიან. ტელეარხის ცნობით, თავდამსხმელები სასტუმროს 18 საათის განმავლობაში იკავებდნენ. ამჟამად შენობა გათავისუფლებულია და ხუთივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს, 21 საათზე სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა […]

თურქეთის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა აფრინის პროვინციაში შევიდნენ

თურქეთის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა აფრინის პროვინციის ტერიტორიაზე შევიდნენ და საბრძოლო დახმარება აღმოუჩინეს ოპოზიციურ “სირიის თავისუფლების არმიის” მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.ქურთი მებრძოლები, თურქეთის არმიის ქვედანაყოფებს მცირე წინააღმდეგობას უწევენ და სირიის შუაგული რეგიონებისკენ იხევენ უკან. თურქეთის არმიის ოპერაცია “ზეთისხილის რტო” შაბათს, 20 იანვარს, ქურთი მებრძოლების პოზიციებზე საავიაციო დარტყმებით დაიწყო. ნიუპოსტი