კატეგორია: მსოფლიო

მექსიკაში ფეხბურთის მატჩის ყურებისას 8 ადამიანი ჩაცხრილეს

სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მექსიკის ჩრდილოეთით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის დროს სახლში მყოფები ფეხბურთს უყურებდნენ. თავდასხმაში დაახლოებით 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სახეებზე ნიღბები ეკეთათ. პოლიციას ამ დრომდე თავდამსხმელთა ვინაობა არ დაუდგენია.

პანამის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, პანამის სანაპიროსთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ პედასიდან 43 კილომეტრში, 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ნიუპოსტი

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა

ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ზემანმა ხმების რაოდენობის 51,61 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურეტნმა ირჟი დრაჰოშმა 48,4 % მიიღო. ხმის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დრაჰოში ზემანს უკვე ვეღარ დაეწევა. ზემანს ხმა 2,64 მილიონმა ადამიანმა მისცა, ხოლო დრაჰოშს 2,42 მილიონმა. მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა 13-დან 11 ბოჰემიაში. დამარცხდა მხოლოდ პრაღასა და ცენტრალურ ჩეხურ რეგიონში. ჩეხეთის პრეზიდენტი […]

შვედებს ომისთვის ამზადებენ – რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?

ევროპელი ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ისეთი კრიზისია, რომელიც არ ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებოს სურვილზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ ტრამპსა და პუტინს, თუმცა სიტუაცია ორ სახელმწიფოს შორის სულ უფრო იძაბება. ამერიკული გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცდება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიპყროს […]

ქაბულში ტერაქტს 95 ადამიანი ემსხვერპლა, 158 დაშავებულია

ბოლო მონაცემებით, მინიმუმ 95 ადამიანი დაიღუპა და 158 დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების დროს. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა. აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქაბულში ეს უკვე მეორე ტერაქტია. პირველი

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თურქული მედიის ცნობით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენს ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს […]

ბარი და ჰანი შერმანები მოკლეს – რა დაადგინა ექსპერტიზამ

15 დეკემბერს ტორონტოში მოკლული მილიარდერი წყვილის ბარი და ჰანი შერმანების საქმეში გამოძიებამ ახალ დეტალებს მიაკვლია, რის საფუძველზეც დგინდება, რომ წყვილი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიცია კანადელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის საქმეს ექვს კვირას იძიებდა. ცოლ-ქმრის გვამები პოლიციამ მათ სახლში 15 დეკემბერს, დილით საცურაო აუზთან იპოვა. პირველი ვერსიით, მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, თუმცა გამოძიებამ საქმეში ახალ დეტალებს მიაკვლია. ცოლ-ქმარს ოთხი შვილი დარჩათ. ჟურნალმა Canadian Business-მა შერმანი […]

სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა – ის შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს. ცოტა ხნის წინ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია, ელექტრონული სამაჯური ატაროს. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა […]

იემენის სანაპიროსთან ნავის გადატრიალების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

იემენის სანაპიროსთან ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. როგორც მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, ნავში 152 მიგრანტი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა ქალაქ ადენთან ახლოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნავზე სომალისა და ეთიოპიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. – სავარაუდოდ ნავს კონტრაბანდისტები მართავდნენ, რომლებსაც დევნილებისა და მიგრანტების ჯიბუტიში გადაყვანა სურდათ, – ნათქვამია მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. ინტერპრესნიუსი

ესპანეთში თევზსაჭერი გემიდან 12 ტონა ჰაშიში ამოიღეს

ესპანეთის ეროვნული პოლიციისა და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ქალაქ კადისის მახლობლად თევზსაჭერი გემიდან 12 ტონა ჰაშიში ამოიღეს. ამის შესახებ ესპანეთის პოლიციაში განაცხადეს. თევზსაჭერი გემი კადისიდან 240 კილომეტრში აღმოაჩინეს. დაკავებულია ეკიპაჟის 13 წევრი. ყველა მათგანი მაროკოს მოქალაქეა. ინტერპრესნიუსი