გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა badische-zeitung.de იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული. შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალიც, […]
კატეგორია: მსოფლიო
ნიკა გვარამია უკრაინაში შავ სიაში შეიყვანეს
უკრაინულმა საიტმა „მშვიდობისმყოფელი“ (Миротворца) „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბაზაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი ფეისბუკზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გვარამია ბაზაში შეიყვანეს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მიზანიც უკრაინული სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა იყო, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პეტრე პოროშენკოს წერილების ასლი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ატყობინებდა, რომ პოროშენკო დაკავებულია რუსეთისთვის […]
”ერთი თავდამსხმელი კაბინეტის კარში იდგა, მეორე კი ბავშვებს დანას ურტყამდა” – სისხლიანი გარჩევა რუსეთის სკოლაში
დღეს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, რუსეთის ქალაქ პერმის 127-ე სკოლაში სისხლიანი ჩხუბი მოხდა. ჩხუბი სკოლის დერეფანში დაიწყო 17 წლის 2 ბიჭს შორის. მათგან ერთ-ერთი 127-ე სკოლის მოსწავლეა, მეორე კი ადრე სწავლობდა ამ სკოლაში. რაღაც მომენტში მოჩხუბრები შევარდნენ კაბინეტში, სადაც მე-4 კლასის გაკვეთილი მიმდინარეობდა. მასწავლებელმა მათი გაშველება სცადა, რის გამოც თავად დაიჭრა. გარდა ამისა, დაშავდა […]
პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა რყევა ადგილობრივი დროით 04:18 საათზე აკარას დასახლებული პუნქტიდან 31 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებზე არ გავრცელებულა. პერუს სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ინტერპრესნიუსი
ცუკერბერგის ქონება Facebook-ის პრიორიტეტების ცვლილების გამო 3 მილიარდი დოლარით შემცირდა
მას შემდეგ რაც Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილების შესახებ განაცხადა, სავაჭრო ბირჟის nasdaq-ისმონაცემებით, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასი 4,5%-ით დაეცა. ცუკერბერგს კომპანიის აქციების 14% ეკუთვნის. აქციებზე ფასის ვარდნამ ბიზნესმენის ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეამცირა. როგორც ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა,Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბებსა და სარეკლამო პუბლიკაციებზე აქცენტს და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. მისივე თქმით, კომპანიების, ბრენდების და […]
აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. შეგახსენებთ, 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ის თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი […]
ლონდონის მერი ტრამპის წინააღმდეგ
ლონდონის მერი სადიკ ხანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც დონალდ ტრამპი ლონდონში მიიწვია. “ბევრმა ლონდონელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ არ სურთ ქალაქში ტრამპის ხილვა, რადგან ის პოლიტიკაში გამომწვევად იქცევა და როგორც იქნა, მან მგონი ეს გაიგო. მეიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც იჩქარა და ტრამპი მოიწვია” წერს ხანი “ტვიტერში”. დონალდ ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტზე […]
9 დაღუპული – თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა
აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან მაგნიტუდით 3,9 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის დროით 07:13 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ასტარინსკის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ კიჟობაში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, მაგნიტუდით 4,7 მიწისძვრა ირანის კერმანშახის პროვინციაში მოხდა. აქაც მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია. გასულ კვირას კერმანშახის […]
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს
თურქეთში, 2016 წლის 19 დეკემბერს ფოტოგამოფენაზე მოკლული რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის კიდევ ერთი ორგანიზატორი დააკავეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ მეორედ დააკავა, მანამდე ის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული. თურქული პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. 28 დეკემბერს თურქეთში იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორი,მუსტაფა ოზკანი დააკავეს, რომელზეც რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. […]









