9 დაღუპული – თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა 

9 დაღუპული - თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, ერაყის საზღვართან ახლოს სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ერაყის 9 მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 3 ბავშვია.

ავტობუსის 29 მგზავრი დაშავებულია. სამგზავრო ავტობუსი ერაყში მიემგზავრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.