კატეგორია: მსოფლიო

ვარშავის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

პოლონეთში, ვარშავაში, შოპენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. LOT-ის ავიახაზების თვითმფრინავი კრაკოვი-ვარშავის რეისს ასრულებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა თუმცა აეროპორტი ოთხი საათით დაიხურა.

იტალიაში მატარებელმა საქართველოს მოქალაქე გაიტანა და მოკლა

იტალიაში საქართველოს საკონსულო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქალაქ ნატურნოში მატარებელი საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა. საკონსულოს ცნობითვე, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება შესულია. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობელთან. როგორც კი დასრულდება პროცედურები, დაიწყება გადმოსვენებაზე მუშაობა. ნიუპოსტი

რუსეთის მოქალაქე გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით მაღაზიაში შევარდა

რუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტის მცხოვრები გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს. 30 წლამდე მამაკაცმა ავტოსკოლის სადგომიდან ჯავშანტრანსპორტიორი გაიტაცა და ტყის მასივის გავლით ქალაქში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო. – ჯავშანტრანსპორტიორი ერთ-ერთ მაღაზიასთან მივიდა, შეეჯახა იქვე მდგარ ავტომობილს და მაღაზიაში შევარდა, – განაცხადა თვითმხილველმა. მამაკაცი მაღაზიაში დააკავეს. ინტერპრესნიუსი

ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა

ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა. „გარდიანის“ ცნობით, როგორც სატალევიზიო გამოსვლაში, ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა , მედჰი ნავიდ-ადჰამმა განაცხადა, “საჯარო და კერძო სკოლებში ინგლისური ენის ოფიციალურ კურიკულუმში ქონა კანონებს და რეგულაციებს ეწინააღმდეგება.” მანამდე, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ინგლისური ენის დაწყებით კლასებში სწავლა „დასავლური კულტურის შეჭრას უხსნის გზას.“ ირანში ინგლისურის ენის […]

ნიუ-იორკში ტრამპ თაუერს ცეცხლი გაუჩნდა

ნიუ-იორკში ტრამპ თაუერის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. ხანძრის მიზეზებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი

აფეთქება სტოკჰოლმში – ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა

აფეთქება სტოკჰოლმში – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. მათ შორის 60 წლის მამაკაცი, რომელმაც მიწაზე დაგდებული საეჭვო ნივთი ხელში აიღო, რა დროსაც ის აუფეთქდა. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. დეტალების გარკვევამდე დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური.

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი დააპატიმრეს

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი მანიფესტანტების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული გაზეთი Alquds Al-Arabi იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ქალაქ ბუშერში საჯარო გამოსვლისას ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ახმადინეჯადის დაკავების ფაქტს ებრაული გამოცემა Times of Israel-იც ადასტურებს. გაზეთის ინფორმაციით, ბუშერში გამოსვლისას ახმადინეჯადიმ ხელისუფლებას ხალხის პრობლემების იგნორირება დააბრალა. მისი გამოსვლა თეირანში საპროტესტო გამოსვლების წახალისებად შეაფასეს და ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ირანის ექსპრეზიდენტის დაკავების ფაქტი ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დასტურდება. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები […]

ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერი გემს შეეჯახა – 32 ადამიანი დაიკარგა

ჩინეთის სანაპიროსთან პანამის ნავთობის ტანკერსა და ჰონგ-კონგის სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 6 იანვარს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მდინარე იანძის სათავესთან მოხდა. შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. აღნიშნული გემი ირანულ კომპანიას BRIGHT SHIPPING LIMITED-ს ეკუთვნის. გემზე საერთო ჯამში 32 ადამიანი იმყოფებოდა, […]

ირანში მიწისძვრა მოხდა – 8 ადამიანი დაშავდა

ირანში მაგნიტუდით 5.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ქერმანშაჰის პროვინციაში 8 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს

საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლეში პროტესტისთვის 11 პრინცი დააკავა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „საბქი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. ასევე პრინცებმა განაცხადეს, რომ მათი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯისთვის ფულადი კომპენსაციის მიღება […]