კატეგორია: მსოფლიო

სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდა

სირიაში ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა. გუშინ კი სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ნიუპოსტი

ქარიშხალ ”ელეონორას” გამო ეიფელის კოშკი დაიკეტა – 200.000 კაცს შუქი არ მიეწოდება

პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა-ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის ძლიერი ქარიშხლის გამო დროებით დაიკეტა ინფორმაციას ამის შესახებ კოშკის ადმინისტრაცია ავრცელებს. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალ „ელეონორის“ სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. საფრთხის ნარინჯისფერი დონე ქვეყნის 51 დეპარატმენტშია გამოცხადებული. საფრანგეთში სტიქიის გამო 200. 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, კი ამ დროისთვის 9 ადამიანია დაშავებული, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. იმედინიუსი

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 11 იანვრამდე გადადო. ამის მიზეზი სასამართლოს დარბაზში იმ დეპუტატების დაუსწრებლობა გახდა, რომლებიც სააკაშვილს პეჩერის რაიონულ სასამართლოში თავდებში დაუდგნენ. მოსამართლის აზრით, აუცილებელია აღნიშნული დეპუტატების მოსმენა. სააკაშვილის ადვოკატებმა ერთი საათი ითხოვეს, რომ ყველა დეპუტატთან დაერეკათ, თუმცა საქმის პროკურორმა სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ სასამართლოს სხდომა 11 იანვრის 13:10 საათამდე […]

რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

სირიაში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევა 2017 წლის 31 დეკემბერს მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პერუში ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა – დაიღუპა 48 ადამიანი

პერუში, პასამაიოს რაიონში, ავტობუსი უფსკრულში გადავარდა, რის შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Comercio ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველების მუშაობა ზღვის მოქცევის გამოა გართულებული. ავტობუსი, რომელშიც 55 მგზავრი იმყოფებოდა, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ხელისუფლება ტრაგედიის გარემოებებს სწავლობს. ერთ-ერთი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი სხვა ავტომობილთან შეჯახება გახდა. ინტერპრესნიუსი

16 წლის ამერიკელმა და, მშობლები და ოჯახის მეგობარი მოკლა

16 წლის ამერიკელ მოზარდს, ახალი წლის ღამეს დის, მშობლების და ოჯახის მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრანჩში მოხდა. ოფიციოზი ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ის სკოტ კოლოგია. მომხდარის შესახებ BBC წერს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბიჭი აუტისტი იყო და ამის გამო სკოლაში არ დადიოდა. გამოძახება პოლიციაში ახალი წლის ღამიით შევიდა. ადგილზე […]

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, იგორ დოდონის უფლებამოსილება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი, დოდონის მიერ, ვიცეპრემიერისა და მინისტრების კანდიდატურაზე ორჯერ უარის თქმა გახდა. ახლა სასამართლომ უნდა შეარჩიოს, ვინ შეასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობებს, რათა დამტკიცდეს კანდიდატურები: პარლამენტის სპიკერი ადრიან კანდუ, თუ პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი. სასამართლოს პრეზიდენტი დოდონისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ, მოლდოვის პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს. მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ […]

თეირანში სასულიერო სემინარია დაწვეს – ვიდეო

ირანის დედაქალაქში, დემონსტრანტებმა სასულიერო სემინარია დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თეირანის ქუჩებში აქციები გრძელდება, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 22 ადამიანი. პირველი იანვრის ღამეს დემონსტრანტები სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრასაც ცდილობდნენ. აქციებს შეეწირა ერთი სამართალდამცველის სიცოცხლეც. საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ირანში […]

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ტერიტორიის გაცვლა უნიკალური შემთხვევა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე. ამასთან აღსანიშნავია, ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო, ვიდრე თავად გასცა – ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო. […]

ნიგერიაში ეკლესიიდან გამომავალი ხალხი დახოცეს

ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიიდან გამომავალ ხალხს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.  მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ […]