პერუში, პასამაიოს რაიონში, ავტობუსი უფსკრულში გადავარდა, რის შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Comercio ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველების მუშაობა ზღვის მოქცევის გამოა გართულებული. ავტობუსი, რომელშიც 55 მგზავრი იმყოფებოდა, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ხელისუფლება ტრაგედიის გარემოებებს სწავლობს. ერთ-ერთი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი სხვა ავტომობილთან შეჯახება გახდა. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: მსოფლიო
16 წლის ამერიკელმა და, მშობლები და ოჯახის მეგობარი მოკლა
16 წლის ამერიკელ მოზარდს, ახალი წლის ღამეს დის, მშობლების და ოჯახის მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრანჩში მოხდა. ოფიციოზი ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ის სკოტ კოლოგია. მომხდარის შესახებ BBC წერს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბიჭი აუტისტი იყო და ამის გამო სკოლაში არ დადიოდა. გამოძახება პოლიციაში ახალი წლის ღამიით შევიდა. ადგილზე […]
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, იგორ დოდონის უფლებამოსილება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი, დოდონის მიერ, ვიცეპრემიერისა და მინისტრების კანდიდატურაზე ორჯერ უარის თქმა გახდა. ახლა სასამართლომ უნდა შეარჩიოს, ვინ შეასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობებს, რათა დამტკიცდეს კანდიდატურები: პარლამენტის სპიკერი ადრიან კანდუ, თუ პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი. სასამართლოს პრეზიდენტი დოდონისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ, მოლდოვის პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს. მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ […]
თეირანში სასულიერო სემინარია დაწვეს – ვიდეო
ირანის დედაქალაქში, დემონსტრანტებმა სასულიერო სემინარია დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თეირანის ქუჩებში აქციები გრძელდება, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 22 ადამიანი. პირველი იანვრის ღამეს დემონსტრანტები სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრასაც ცდილობდნენ. აქციებს შეეწირა ერთი სამართალდამცველის სიცოცხლეც. საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ირანში […]
ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს
2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ტერიტორიის გაცვლა უნიკალური შემთხვევა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე. ამასთან აღსანიშნავია, ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო, ვიდრე თავად გასცა – ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო. […]
ნიგერიაში ეკლესიიდან გამომავალი ხალხი დახოცეს
ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიიდან გამომავალ ხალხს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ […]
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კიევის მდინარეში უფლებადამცველის ცხედარი იპოვეს
პოლიციამ კიევის ოლქის ერთ-ერთ მდინარეში უკრაინელი უფლებადამცველის ირინა ნოზდროვსკის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას 112.ua ავრცელებს. ტელევიზიის ცნობით, უფლებადამცველის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას სამი დღის წინ შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, ირინა ნოზდროვსკი ხიდიდან მდინარეში გადააგდეს, თუმცა პოლიცია არც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. უფლებადამცველის ბოლო საქმე მისი დის მკვლელობას შეეხებოდა. ის 2015 წლის სექტემბერში დაიღუპა – მას რაიონული სასამართლოს მოსამართლის […]
ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს
წუხელ, გვიან ღამით, ირანში მასობრივი აქციის მონაწილეები სულიერი ლიდერის აითოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აქციის ათასობით მონაწილე აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციასთან შეიკრიბა. სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, რომ მიღებული იქნებოდა უმკაცრესი ზომები, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში […]
რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა
ყაზანის, ვოლგოგრადის და სარატოვის აეროპორტებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომლის თანახმადაც აეროპორტებში ბომბები იყო მოთავსებული. ტერიტორიის შემოწმების შემდეგ განგაში ცრუ აღმოჩნდა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე გაიზარდა. იმედინიუსი










