საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაკედონიის საზღვართან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ როდოპოლისიდა 12 კილომეტრში, 6 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
კიევის მდინარეში უფლებადამცველის ცხედარი იპოვეს
პოლიციამ კიევის ოლქის ერთ-ერთ მდინარეში უკრაინელი უფლებადამცველის ირინა ნოზდროვსკის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას 112.ua ავრცელებს. ტელევიზიის ცნობით, უფლებადამცველის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას სამი დღის წინ შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, ირინა ნოზდროვსკი ხიდიდან მდინარეში გადააგდეს, თუმცა პოლიცია არც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. უფლებადამცველის ბოლო საქმე მისი დის მკვლელობას შეეხებოდა. ის 2015 წლის სექტემბერში დაიღუპა – მას რაიონული სასამართლოს მოსამართლის […]
ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს
წუხელ, გვიან ღამით, ირანში მასობრივი აქციის მონაწილეები სულიერი ლიდერის აითოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აქციის ათასობით მონაწილე აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციასთან შეიკრიბა. სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, რომ მიღებული იქნებოდა უმკაცრესი ზომები, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში […]
რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა
ყაზანის, ვოლგოგრადის და სარატოვის აეროპორტებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომლის თანახმადაც აეროპორტებში ბომბები იყო მოთავსებული. ტერიტორიის შემოწმების შემდეგ განგაში ცრუ აღმოჩნდა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე გაიზარდა. იმედინიუსი
ირანში ანტისამთავრობო აქციებში ორი ადამიანი დაიღუპა
ირანში ანტისამთავრობო აქციების მსვლელობისას ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, ორი პირი ქალაქ დორუდში მოკლეს. ირანში უკვე მესამე დღეა მასობრივი ანტისამთავრობო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სიკვდილი ჰამენეის“, „სიკვდილი დიქტატორს“, „არ გვსურს ისლამური რესპუბლიკა“. ირანის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა მონაწილეობა არ მიიღონ არაკანონიერ მიტინგებში. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება. აქციის მონაწილეები […]
აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა. მუხთარლის ნათესავების ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სახლში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც უბედურ შემთხვევას გადაურჩა წყარო – რუსთავი 2
ხარკოვში, ფოსტის შენობაში, მამაკაცმა 11 მძევალი აიყვანა
ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ფოსტის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლად 9 ზრდასრული და 2 ბავშვი აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე გამნაღმველებიც იმყოფებიან. როგორც უკრაინული მედია წერს, მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი აცხადებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს. როგორც უკრაინის ნაციონალური პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ განაცხადა, მამაკაცი […]
ოდრი აზულეი – ”ისრაელი იუნესკოდან გადის”
იუნესკომ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო. როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ამის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ განაცხადა. მისი თქმით, ის ისრაელის გადაწყვეტილების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ისრაელის გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრიდან შევა. 12 ოქტომბერს, აშშ-მა და ისრაელმა განაცხადეს, რომ UNESCO-ს ტოვებენ. ვაშინგტონი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით […]
მოსკოვში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა და 2 კაცი მოკლა
მოსკოვში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ავტობუსის შევარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტასს“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა. „სხოდნენსკაიას ქუჩის 37 ნომერში ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. ინტერპრესნიუსი
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. მისი თქმით, ეს მონაცემები წინასწარია და მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დე ბლაზიოს განცხადებით, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის დენიელ ნაიგროს თქმით, ყველაზე უმცროსი გარდაცვლილი ერთი წლის, […]










