“ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს… დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ , „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“ – ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკი არის გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაკავშირებული მედიაგამოცემები ავრცელებენ. ტერორისტული ორგანიზაციის აფრიკულმა ქვედანაყოფმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, […]
კატეგორია: მსოფლიო
სააკაშვილი – ”ახალ წელს ნამდვილად კიევში შევხვდები!”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, სააკაშვილი კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „კიდევ ერთი პატარა ტაქტიკური გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით, საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს ჩემთვის „დაცვით მოსარგებლე პირის“ სტატუსი უნდა გაუქმებინა, რათა ახალ წლამდე ჩემი ექსტრადირება მოესწროთ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა და სხდომა მინიმუმ 3 […]
არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავეს
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ პარტია „სახალხო ფრონტის“ პრესსპიკერმა, ოლგა ლაპომ სოციალურ ქსელში განაცხდა. მისი თქმით, პოლიტიკოსი, დაკავებიდან მალევე გაუშვეს. დაკავების მიზეზი, 2017 წლის მარტში, რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. „როგორი აბსურდულიც უნდა იყოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბრალდებები, მათ რეალური შედეგები აქვთ. არსენი იაცენიუკი, რომელიც ჟენევაში უმცროს ქალიშვილთან ერთად […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მაგნიტუდით 4,8 მიწისძვრა დღეს დილით დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 08:31 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქეთი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და ხშირად ხდება მიწისძვრები. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი […]
ვაშინგტონი-სეულის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა – თვითმფრინავი ავარიულად ხაბაროვსკში დაჯდა
კომპანია „Korean Air“-ის კუთვნილი „ბოინგი 777“, რომელიც ვაშინგტონიდან სეულში მიფრინავდა, ხაბაროვსკში ექსტრემალურად დაჯდა. პილოტის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბორტზე აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება გახდა. ინფორმაციას რუსული მედიაავრცელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ქალის სიკვდილი მიზეზი გულის უკმარისობა იყო. იმედინიუსი
ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს – ცერემონია კარავში გაიმართა
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა, დაახლოებით, 1 საათის წინ წარადგინა. ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, საგანგებოდ აგებულ კარავში, გაიმართა. კანონის თანახმად, ნასამართლეობის გამო, ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მაინც ერთვება. ნავალნი ფიქრობს, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერა აიძულებს ცესკოს, ის კანდიდატად ოფიციალურად მაინც […]
ლოს-ანჯელესში „მაჩეტეთი“ შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 ადამიანი დაჭრა
ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას იუნესკოს დატოვების პროცედურის დაწყება დაავალა. მისი დავალებით, ისრაელის ელჩი იუნესკოში ისრაელის გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებას საშობაო არდადეგების შემდეგ წარადგენს. ისრაელის პრემიერმა პროცედურის დაწყების შესახებ განკარგულება გენერალურ ასამბლეაში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმათა უმრავლესობით მიღების შემდეგ გასცა. იუნესკოს წესდების თანახმად, ისრაელი ორგანიზაციიდან გასვლას 2018 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.
კატალონიის პარლამენტის არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს
კატალონიაში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მხარს უჭერენ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი არჩევნებზე პარტია „მოქალაქეებმა“ დაიკავა, რომელიც მხარს უჭერს კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის პარტიებმა ჯამში მეტი ხმა მიიღეს. კატალონიის მომავალ პარლამენტში პარტია „მოქალაქეები“ 37 ადგილს მიიღებს, ხოლო კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პარტია კი […]
ნიკი ჰეილი – ”ამ დღეს გაგახსენებთ, ამერიკასთან ფულის სათხოვნელად რომ მოხვალთ”
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გაერო-ს წევრებს მოუწოდა, ამერიკისადმი უპატივცემულობა არ გამოაჩინონ. მისი თქმით, დღევანდელი რეზოლუცია თავდასხმას წარმოადგენს აშშ-ზე და მის უფლებაზე, აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა. როგორც ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა განსაზღვროს, თუ სად განათავსებს თავის საელჩოს. – უნდა განვაცხადო: როდესაც ჩვენ დიდი ოდენობით ფულადი წვლილი შეგვაქვს გაერო-ში, ჩვენ […]










