ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავარდა. ამის შესახებ NBC News იუწყება. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. სამგზავრო მატარებელი #501, რომელიც სიეტლიდან პორტლენდში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა, რომელიც ქალაქ დიუპონიდან სამხრეთით მდებარეობს. ამ დროისთვის აღნიშნულ ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია. მატარებელი კომპანია Amtrak-ს ეკუთვნის, რომლის „თვითერის“ გვერდზე […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთის დუმაში ბომბი ვერ იპოვეს
მოსკოვში სახელმწიფო დუმის შენობის აფეთქების საფრთხე არ დადასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უწყებაში განაცხადეს, სახელმწიფო დუმის შენობის შემოწმების შემდეგ საფრთხე მოიხსნა. დღეს, მოსკოვში, ოპერატიულმა სამსახურებმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღეს. სახელმწიფო დუმაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმეჯერ ადრეც გავრცელდა, თუმცა საფრთხეები არ დადასტურებულა. […]
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაკავებულია
თურქული გამოცემაYeni Safak- ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დაკავებულია და ის სირიაში, ამერიკულ ბაზაზე იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, ალ ბაღდადი ერაყში დააკავეს და ის სირიაში ამერიკულ ბაზაზე ამის შემდეგ გადაიყვანეს. ალ ბაღდადი ამჟამად ქალაქ ელ ხასაკის მახლობლად ერთ ერთ სამხედრო ნაწილშია. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაკავებისას შესაძლოა ტერორისტების ლიდერი დაიჭრა და […]
ჰამბურგში, რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა
სააკაშვილი – ”პოროშენკოს ვთავაზობ ტელეეკრანზე პირისპირ შეხვედრას”
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერს პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის ცენტრში „იმპიჩმენტის მარშზე“ განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, მზადაა უკრაინის მეთაურთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ მოწმეთა თანდასწრებით. – მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე. ვთავაზობ ტელეკამერების წინ შეხვედრას ადამიანების თანდასწრებით და საუბარს იმის შესახებ, წყნარად როგორ ჩამოვაშოროთ ოლიგარქები ხელისუფლებას, […]
ბარსელონაში ევროპის უხუცესი ადამიანი, 116 წლის ანა ველა, გარდაიცვალა
ევროპის ყველაზე მხცოვანი ქალი ანა ველა ბარსელონაში, მოხუცებულთა თავშესაფარში 116 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს. ანა ველა 1901 წლის ოქტომბერში ანდალუსიაში დაიბადა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თითქმის არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ამჟამად 90 წლისაა, შვილიშვილი კი – 65-ის. – ის თავის საწოლში ძილში გარდაიცვალა, – განუცხადეს გამოცემას თავშესაფრის წარმომადგენლებმა. მანამდე […]
ამერიკაში მწვანე ბარათის გათამაშება უქმდება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოზიციას არ ცვლის და ხელისუფლებას მწვანე ბარათის გათამაშების გაუქმებისკენ მოუწოდებს. მორიგი ხისტი განცხადება ამ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. გრინ ქარდით შეერთებულ შტატებში საზოგადოების ყველაზე ცუდი წარმომადგენლები ხვდებიან. “ის ხალხი, ვისაც საკუთარ ქვეყნები ნაგავში ყრიან, ჩვენთან ლატარიის წყალობით ჩამოდიან”- აღნიშნა დონალდ […]
კანადაში უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ბერი შერმანი და მისი მეუღლე სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს
კანადური ფარმაცევტული ფირმის Apotex-ის მფლობელი, მილიარდელი ბერი შერმანი და მისი მეუღლე ჰანი ტორონტოში საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცოლ-ქმრის ცხედრები სახლის სარდაფში იპოვეს, პოლიციას შერმანების გარდაცვალება საეჭვოდ მიაჩნია. შერმანის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი იყო შეტანილი. მას საკუთარი ნათესავი ფარმაცევტული კომპანიის წილებს ედავებოდა. მართალია პროცესი შერმანმა მოიგო, მაგრამ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება. შერმანს […]
რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ულიუკაევს 8 წელი და 130 მილიონი რუბლი ჯარიმა მიუსაჯეს
მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი მექრთამეობაში ბრალდებულად ცნო, სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 130 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. – ულიუკაევის ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან ქრთამი აიღო, – განაცხადა მოსამართლე ლარისა სემიონოვამ. პროკურატურა სასჯელის სახით […]
საფრანგეთში მატარებელმა სასკოლო ავტობუსი შუაში გადაჭრა – დაიღუპა 4 ბავშვი
საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის ბავშვები არიან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მოზარდის ცხედრის იდენტიფიკაცია და 10-ზე მეტი დაშავებული მოსწავლის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო […]










