ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერო „ტყუილების სახლია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან. – ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელისადმი დამოკიდებულება გაერო-ს კედლების გარეთ ბევრ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე […]
კატეგორია: მსოფლიო
ირანში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი (EMSC) იუწყება. მიწისქვეშა მიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნოემბრის შუა რიცხვებში ირან-ერაყის საზღვრაზე, ქერმანშახში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და […]
ბერლინის “ყვითელი ბარათი” კიევს – მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებს
უკრაინაში “შეუჩერებელი” კორუფცია ქვეყნის ხელისუფლებიდან იწყება- განცხადება ამის შესახებ ანგელა მერკელის თანაპარტიელებმა ელმარ ბროკმა და ნორბერტ რეტენგერმა”ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთეს. ბუნდესტაგის წევრი რობერტ რეტენგერიკორუფციასთან არასათანადო ბრძოლის გამო პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოროშენკომ უნდა გადაწყვიტოს-“სურს მას იყოს პრეზიდენტი, თუ ოლიგარქი – ქვეყანა თუ ფული”. დეპუტატის განცხადებით უკრაინამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას კორუფციის წინააღმდეგ და ეს ქვეყნის ხელისუფლებიდან […]
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 2 ადამიანი დაიღუპა
ვაშინგტონის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავარდა – არიან დაღუპულები
ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავარდა. ამის შესახებ NBC News იუწყება. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. სამგზავრო მატარებელი #501, რომელიც სიეტლიდან პორტლენდში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა, რომელიც ქალაქ დიუპონიდან სამხრეთით მდებარეობს. ამ დროისთვის აღნიშნულ ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია. მატარებელი კომპანია Amtrak-ს ეკუთვნის, რომლის „თვითერის“ გვერდზე […]
რუსეთის დუმაში ბომბი ვერ იპოვეს
მოსკოვში სახელმწიფო დუმის შენობის აფეთქების საფრთხე არ დადასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უწყებაში განაცხადეს, სახელმწიფო დუმის შენობის შემოწმების შემდეგ საფრთხე მოიხსნა. დღეს, მოსკოვში, ოპერატიულმა სამსახურებმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღეს. სახელმწიფო დუმაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმეჯერ ადრეც გავრცელდა, თუმცა საფრთხეები არ დადასტურებულა. […]
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაკავებულია
თურქული გამოცემაYeni Safak- ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დაკავებულია და ის სირიაში, ამერიკულ ბაზაზე იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, ალ ბაღდადი ერაყში დააკავეს და ის სირიაში ამერიკულ ბაზაზე ამის შემდეგ გადაიყვანეს. ალ ბაღდადი ამჟამად ქალაქ ელ ხასაკის მახლობლად ერთ ერთ სამხედრო ნაწილშია. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაკავებისას შესაძლოა ტერორისტების ლიდერი დაიჭრა და […]
ჰამბურგში, რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა
სააკაშვილი – ”პოროშენკოს ვთავაზობ ტელეეკრანზე პირისპირ შეხვედრას”
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერს პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის ცენტრში „იმპიჩმენტის მარშზე“ განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, მზადაა უკრაინის მეთაურთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ მოწმეთა თანდასწრებით. – მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე. ვთავაზობ ტელეკამერების წინ შეხვედრას ადამიანების თანდასწრებით და საუბარს იმის შესახებ, წყნარად როგორ ჩამოვაშოროთ ოლიგარქები ხელისუფლებას, […]
ბარსელონაში ევროპის უხუცესი ადამიანი, 116 წლის ანა ველა, გარდაიცვალა
ევროპის ყველაზე მხცოვანი ქალი ანა ველა ბარსელონაში, მოხუცებულთა თავშესაფარში 116 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს. ანა ველა 1901 წლის ოქტომბერში ანდალუსიაში დაიბადა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თითქმის არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ამჟამად 90 წლისაა, შვილიშვილი კი – 65-ის. – ის თავის საწოლში ძილში გარდაიცვალა, – განუცხადეს გამოცემას თავშესაფრის წარმომადგენლებმა. მანამდე […]










