კატეგორია: მსოფლიო

პარიზის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა

პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს. გაზეთის ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს, რომ 50 წლამდე მამაკაცი ფინანსური კომპანია Loomis-ის ოფისთან განლაგებულ სანაგვე ურნებში იქექებოდა. მოულოდნელად მან დაინახა, რომ კომპანიის ოფისის კარები ღიაა. რამდენიმე წუთში მან ოფისი ფულით სავსე ორი ჩანთით დატოვა. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. […]

ერდოღანი – ”ვაღიაროთ იერუსალიმი პალესტინის ოკუპირებულ დედაქალაქად”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა. – ვთავაზობ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას ითხოვენ, იერუსალიმი პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ, – განაცხადა ერდოღანმა. – ქვეყნებმა, რომლებსაც პალესტინური სახელმწიფო ჯერ არ უღიარებიათ, უნდა გადადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაცული იყოს […]

ლუცენკო მიდის – უკრაინის გენპროკურორი თანამდებობას ტოვებს?

ლუცენკოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატბის მხრიდან, ლუცენკოს, ანტიკორუფციული ბიუროს დისკრედიტაციაში დადანაშაულების ფაქტსაც უკავშირდება. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს. Front News International-ის წყაროს ინფორმაციით, ლუცენკომ ამის შესახებ პეტრო პოროშენკოსაც შეატყობინა.წყაროს ინფორმაციით, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მან პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ უკრაინის გენერალური პოსტის თანამდებობაზე […]

ირანის აღმოსავლეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანის აღმოსავლეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა რყევები ადდილობრივი დროით 00:41 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა ქერმანის რაიონში, სოფელ ჰეჯაკთან ახლოს მოხდა. ამ დრომდე მსვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 1 დეკემბერს, ირანში ქერმანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრის დროს 51 ადამიანი დაშავდა. 12 […]

ლუცენკო -“ახალ წლამდე სააკაშვილს საქართველოს გადავცემთ თუ თავად არ წავა უკრაინიდან”

– ახალ წლამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ან უკრაინას დატოვებს ან მისი სამშობლოში ექსტრადირება მოხდება. ეს განცხადება გენერალურმა პროკურორმა ცოტა ხნის წინ უკრაინულ „პიკის საათთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში გააკეთა. უკრაინის მთავარი ბრალმდებლის ამ განცხადებას, წინ დაკითხვაზე დაბარება უძღვოდა. სასამართლოს მიერ დარბაზიდან გათავისუფლებულ ოპოზიციის ლიდერს ორშაბათს პროკურატურაში ელოდებიან. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორს, იური ლუცენკოს კითხვები სააკაშვილთან კიდევ […]

მოსწავლეებს სკოლებში მობილურების ტარება აეკრძალებათ – მაკრონი პირობას ასრულებს

საფრანგეთის სკოლებში მომავალი წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ, – ამის შესახებ The Times წერს. მობილურ ტელეფონებს სკოლებში დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები ვერ შეიტანენ. ამავდროულად, ლიცეუმებს აღნიშნული აკრძალვა არ შეეხება. საფრანგეთის განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, ეს აკრძალვა მოსწავლეებს სპორტულ მოედნებზე დააბრუნებს. – აკრძალვა შემდეგი წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. ჩვენ სკოლებში გუნდური სულისკვეთების პოპულარიზაცია გვჭირდება. […]

მიშა გამოუშვეს

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ საქმეში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, ბრალდების მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების 5 დღიანი ვადა აქვს.

დავით საყვარელიძემ მომხრეების მობილიზაცია გამოაცხადა – ”ვიკრიბებით პეჩორის სასამართლოსთან, კრეშჩატიკი, 42”

დავით საყვარელიძემ 25 წუთის წინ სააკაშვილის მომხრეებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. ”Собираемся у Печерского суда (Крещатик, 42)!!!”

მანჰეტენზე აფეთქება მოხდა

ნიუ-იორკში  აფეთქება მოხდა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, აფეთქება ადგილობრივი დროით 6:30 საათზე თაიმ სქუერთან, მანჰეტენის ავტობუსების სადგურთან Port Authority -თან მოხდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროს სამი ხაზის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, განიხილება ტერაქტის ვერსიაც. Port Authority აშშ-ის ყველაზე დიდი ავტობუსების […]

სააკაშვილი – ”გაჩვენებთ, როგორ შეიძლება მოკვდეს პრეზიდენტი”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შიმშილობას გააგრძელებს, თუკი ციხეში დააბრუნებენ. „უნიანის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ არ სურს „ოლიგარქიული რეჟიმის ტყვე იყოს“. – თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი […]