ერდოღანი – ”ვაღიაროთ იერუსალიმი პალესტინის ოკუპირებულ დედაქალაქად”

ერდოღანი - ”ვაღიაროთ იერუსალიმი პალესტინის ოკუპირებულ დედაქალაქად”თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.
– ვთავაზობ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას ითხოვენ, იერუსალიმი პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ, – განაცხადა ერდოღანმა.
– ქვეყნებმა, რომლებსაც პალესტინური სახელმწიფო ჯერ არ უღიარებიათ, უნდა გადადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაცული იყოს ბალანსი, რომელიც რეგიონში სამართლიანობას უზრუნველყოფს, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შემადგენლობაში 57 მუსლიმური ქვეყანა შედის.

ინტერპრესნიუსი