კატეგორია: მსოფლიო

პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც სააკაშვილმა შინაპატიმრობა უნდა გაატაროს

კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32 – ამ მისამართზე უნდა გაატაროს ორთვიანი შინაპატიმრობა მიხეილ სააკაშვილმა. მისამართი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა. სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების დრომ კიდევ ერთხელ გადაიწია და ის თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება. ადვოკატმა ამის შესახებ NewsOne-ს განუცხადა. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა […]

სააკაშვილი პეჩერსკის სასამართლოში მიიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ მისმა პრესმდივანმა განუცხადა. ეს ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმაც დაადასტურა. – დიახ, მიხეილი უკვე პეჩერსკის სასამართლოშია. მე დოკუმენტებზე ვმუშაობ, – განაცხადა ბოგომაზოვმა. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. სასამართლოში […]

კიევში პოროშენკოს შოკოლადის მაღაზიას ვიტრინა ჩაუმსხვრიეს

კიევში “იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეებმა დროებითი დაკავების იზოლატორის შენობასთან ახლოს მდებარე Roshen-ის მაღაზიას თოვლის გუნდების სროლა დაუწყეს. შედეგად, ერთ-ერთმა გუნდამ მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია. მაღაზია პოლიციით იყო გარშემორტყმული.ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთი ნაწიული კვლავ იზოლატორის შენობასთან დაბრუნდა, დანარჩენებმა გენერალურ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. ნიუპოსტი

“Юра – продажная шкура” – სააკაშვილის მომხრეები გენპროკურატურასთან ლუცენკოს გადაყენებას ითხოვენ

“იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეებმა კიევში, გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს და იური ლუცენკოს გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეები მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ და სკანდირებენ – “Юра – продажная шкура”, “Ганьба”, “Михаилу – свободу”. აქციის მონაწილეებს სიტყვით ლუცენკოს ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ მიმართეს. პროკურატურის შენობას 100-მდე სამართალდამცველი იცავს. ნიუპოსტი

“იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეები სააკაშვილთან მივიდნენ

“იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეები დროებითი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აქ მათ მიტინგი გამართეს. რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ იზოლატორთან მყოფ სამართალდამცველებს არ მიახლოებოდნენ, რადგან ხალხში შესაძლოა რამდენიმე პროვოკატორიც იყოს. მისი განცხადებით, ეს მშვიდობიანი აქციაა და არანაირ ძალადობას ისახავს მიზნად. ნიუპოსტი

”სააკაშვილის დაკავებამ შედეგი გამოიღო – მაიდანი სავსეა ხალხით”

უკრაინული ტელეარხის ATR-ს გენერალური დირექტორის მოადგილე აიდერ მურჯაბაევი აცხადებს, რომ დღეს კიევში დამოუკიდებლობის მაიდანზე 2014 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იმართება. “ვის როგორც უნდა ისე გაიგოს – ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. მაიდანი სავსეა. სააკაშვილის დაპატიმრებამ სასახელო შედეგი გამოიღო. სცენარისტი პოროშენკო კმაყოფილი უნდა იყოს. ყველაფერი ისე მიდის როგორც ნოტებზეა დაწერილი. ახლა ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალურად […]

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 10.000 ადამიანია შეკრებილი

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ათი ათასი ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ ტელეარხი NewsOne იუწყება. აქციის მონაწილეებს მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები უჭირავთ. აქციის ლოზუნგია „ოლიგარქებისა და ბარიგების თვითნებობისა და კორუფციის წინააღმდეგ“. აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედნისკენ აპირებენ დაძვრას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას და გენერალური პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ. აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, თუმცა ისინი კოლონის მსვლელობას […]

არაბული სახელმწიფოები აშშ-ს – ”გააუქმეთ იერუსალიმის შესახებ გადაწყვეტილება!”

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, რომელსაც ლიგა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც დღეს, ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს. „აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ […]

იური პოკინბოროდა – “სააკაშვილი მე არ გამიცია” – რას ყვება პოლიციელი, რომლის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს

ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებს, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს. მისი თქმით, სააკაშვილი არ გაუცია და ამის გასარკვევად, საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს. პოკინბოროდა ვარაუდობს, რომ მომხდარის გამო მას ან მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ. „დღეს ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ერთის მხრივ იყო მოსალოდნელიც და ამავდროულად მოულოდნელიც. მოსალოდნელი იმის გამო, […]

გაერომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც  აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთი არ დაეთანხმა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ვეტოს უფლება აქვს. გაეროს სხდომაზე რეზოლუცია ან ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ. გაეროში ეგვიპტის წარმომადგენელმა ამ გადაწყვეტილებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი […]