კატეგორია: მსოფლიო

იტალიელი მორაგბის ანდრეა ბენატის ცოლმა 2 შვილი მოკლა

იტალიის რაგბის ნაკრების ყოფილი წევრის ანდრეა ბენატის ცოლმა 2 შვილი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა. La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ქალმა 2 წლის გოგო დაახრჩო, 5 წლის ბიჭს კი ყელი გამოჭრა, სანამ ქმარი სახლში არ იყო. ამის შემდეგ ის მანქანით გაემგზავრა და თავის მოკვლა სცადა, თუმცა გადარჩა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ადრე მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. […]

სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც „კურიერის“ ეთერში ადვოკატმა განმარტა, სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აძლევენ. თუმცა, მათთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს ბრალს დანაშაულის ხელშეწყობისთვის წაუყენებენ. ბოგომაზოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება. – ორშაბათს ალბათ იქნება სასამართლო […]

შკირიაკმა სააკაშვილს კარლსონი უწოდა – მას ან შინაპატიმრობა შეეფარდება ან სამაჯურს შეაბამენ

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2 ესაუბრა შს მინისტრ ავაკოვის მრჩეველ ზორან შკირიაკს. – სამწუხაროდ, სახეზეა სააკაშვილის ტოტალური დეგრადაცია. ის დაკავებულია გენპროკურატურის სანქციით. მას ბრალად ედება ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა, – განაცხადა შკირიაკმა. მისი თქმით, სააკაშვილი დააკავეს კიევის ერთ-ერთ უბანში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ახლა ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. – დაკავების დეტალების შესახებ ვიტყვით მაშინ თუ გამომძიებელი […]

სააკაშვილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს. ამის შესახებ NewsOne-ზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ საააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების დროს, არავინ დაშავებულა. პირველი

დავით საყვარელიძე სააკაშვილის დაკავების დეტალებზე – “დამირეკა იმ ადამიანმა, ვის ბინაშიც იყო სააკაშვილი”

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-თან საუბარში დავით საყვარელიძემ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე ისაუბრა. – დამირეკა იმ პიროვნებამ, რომლის ბინაშიც იმყოფებოდა მიხეილ საააკაშვილი და ამის შესახებ მითხრა. სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, და ამიტომაც ის საპროტესტო კარვიდან გადავიყვანეთ იმ ადამიანის ბინაში, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

იური ლუცენკო – სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო წერს. “ძებნის შესახებ დადგენილების თანახმად, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი, კიევში ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. დაკავებული დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. იგეგემება საგამოძიებო ქმედებების ჩატარება და შესაბამისი მიმართვით მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. ძალოვნებმა, როგორც შეგვპირდნენ, ყევლაფერი გააკეთეს, რომ თავიდან აეცილებინათ […]

სააკაშვილის მომხრეები ასკოლდოვზე შეკრებას აპირებენ

ნახევარი საათის წინ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გაჩნდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი მიჰყავთ ასკოლდოვზე. “შევხვდებით იქ” – ნათქვამია პოსტში.

კიევში სააკაშვილი დააკავეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაყავთ.

შეტაკებები ისრაელში გრძელდება – 217 პალესტინელია დაშავებული

დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად 217 პალესტინელია დაშავებული. ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera იუწყება. ისრაელის პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ „ომი ახლოვდება“, „მოვკვდეთ წამებულებად – ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს“. გუშინ, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ისრაელის […]

ხანძარს მოსკოვის სავაჭრო ცენტრში 3 ადამიანი შეეწირა

მოსკოვში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 3 ადამიანი, 10 კი ევაკუირებულია. გადარჩენილთაგან 5 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.