კატეგორია: მსოფლიო

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს პალესტინაში არ შეუშვებენ

პალესტინაში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს. ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიბრილ რაჯოუბმა განაცხადა, რომ მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. “ჩვენ მას პალესტინის ტერიტორიაზე ვერ მივიღებთ” – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრა, დეკემბერში უნდა გამართულიყო. თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს უარი არ თქვას დეკემბერში პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ […]

სააკაშვილი – “ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბერს თქვენთან ვიქნები”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ გაციების გამო, კარვების ქალაქში არ გამოჩენილა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა. „სამშაბათს მომხდარი მოვლენების გამო, ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის! 10 დეკემბრამდე! შევჩენკოს პარკში ვიკრიბებით და მაიდანზე მივდივართ!“ – დაწერა მიხეილ […]

შეტაკებები ისრაელში – დაიჭრა 50 პალესტინელი, სკოლებში სწავლა შეწყდა

მსოფლიო მედიის ცნობით, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 50 პალესტინელი დაშავდა. “წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” ცნობით, რამდენიმე ათეულ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. მედიის ინფორმაციით შეტაკებები იერუსალიმში, რამალახში, ქებრონსა და ბეთლემში მიმდინარეობს. ამავდროულად, ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ […]

”იერუსალიმი პალესტინაა” – ისრაელში პალესტინელებთან შეტაკებები დაიწყო

აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“. ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზიბა მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს. ექსტრემისტურად განწყობილი […]

სტამბოლში აშშ-ს საელჩოსთან ისრაელის დროშა დაწვეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის […]

“ეს ისტორიული დღეა” – ნეთანიაჰუმ ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა უთხრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გამოეხმაურა. – ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს […]

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. – მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე. – იერუსალიმი […]

ტერეზა მეის აფეთქებას და დანებით აჩეხვას უპირებდნენ

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნის პრემიერზე ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც The Independent-ი იტყობინება, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი მეის ოფისთან ჩანთით ბომბის მიტანას, შემდეგ დანებით თავდასხმას აპირებდნენ. მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილები ლონდონში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

ჟირინოვსკი – ხელები შორს მიშიკოსგან!

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან. ამის შესახებ „ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით. – როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა, რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ, – […]

გერმანიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ – დაშავდა 50 ადამიანი

გერმანიის ქალაქ მერბუშში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. შემთხვევა დუსელდორფთან ახლოს მოხდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. იმედინიუსი