კატეგორია: მსოფლიო

ნიუ იორკის მეტროში სროლის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ბრუკლინის მეტროში მომხდარი თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, 10 ადამიანის მისამართით სროლისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა 62 წლის ფრენკ ჯეიმსი მანჰეტენის ისტ ვილიჯის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თავდასხმისთვის ძებნილი მამაკაცის დაკავება, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმაც დაადასტურა.

„ხვალ პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი მექნება, მინდა დავადასტურო ჩემი მოწვევა” – სტეფანჩუკი

რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, ხვალ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ, 13 აპრილს ოფიციალური ზარი ექნება: „იცით, მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე, ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან ოფიციალური ზარი მექნება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მოწვევა, მზად […]

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლა იყო – დაჭრილია 13 ადამიანი

ნიუ-იორკის 36-ე ქუჩის მეტროსადგურში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით დაჭრილია სულ ცოტა 13 ადამიანი. ბრუკლინში ეს ტერიტორია „სანსეტ პარკის“ რაიონად არის ცნობილი. მეტროსადგურში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ამერიკის ხმა

უკრაინაში რუსების მიერ გაუპატიურებული 8 ქალი, მათ შორის არასრულწლოვნები, ორსულად არიან – ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველმა “New York Times”–სთან ბუჩაში მასობრივი სექსუალური ძალადობების ფაქტების შესახებ ისაუბრა. მან მოყვა იმ ქალებისა და არასრულწლოვნების შესახებ, რომლებიც ოკუპანტებს 25 დღის განმავლობაში ტყვეობაში, სარდაფში ჰყავდათ, მათგან 8 ორსულადაა. რამდენიმე დღის წინ ასევე ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ 5 ოკუპანტის მიერ გაუპატიურებული 14 წლის არასრულწლოვანიც ორსულადაა.

მაკრონი – 28%, ლე პენი – 23% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა ხმების 23,3%. 20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა. მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ […]

„ერთ კაცზე 2-ჭურვი მოდიოდა” – გოჩა ხორავა

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება. „ამბობდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიჯდეო“ – უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის შვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, სოც. ქსელში 9 აპრილს დაწერა, რომ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა. იმ 12-წევრიანი დანაყოფის მეთაურმა, გოჩა […]

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. DW-ს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საფრანგეთის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი კვლევის თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი […]

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ბორის ჯონსონის ვიზიტი კიევში დაიწყო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი  ავითარებს გეგმას უკრაინის ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ. გარდა ამისა, The Times-ის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბრიტანელი ჯარები გაიგზავნება უკრაინის მეზობელ ქვეყანაში წვრთნებისთვის.

14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არის

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე წერს. „რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. გაუპატიურებულია ბავშვები. 14 წლის გოგონა ბუჩიდან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა, გოგონა ახლა ორსულადაა. ბუჩა – ბიჭი 11 წლის, გააუპატიურეს დედის თვალწინ. დედა მიაბეს სკამზე, რომ ყველაფერი საკუთარი […]

 „მასთან საუბარი არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ?“ – მაკრონი პუტინზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ომის მიმდინარეობის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს უკვე არაერთხელ ესაუბრა. მის საუბარს პუტინთან, სხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლონეთის პრემიერმა ისიც კი თქვა, რომ ეს პუტინთან სუბარი იგივეა, რაც ჰიტლერს რაიმე საკითხზე მოელაპარაკო. როგორც მაკრონი აღნიშნავს, პუტინთან საუბარი სასიამოვნო არ არის, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლის […]