ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა უკრაინელების სოლიდარობის ნიშნად ლურჯი და ყვითელი სანთელი დაანთო. მსახიობმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. „ამ სანთელს უკრაინელების პატივსაცემად ვანთებთ. ჩვენ მას ვუძღვნით პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხს, რადგან გვსურს იცოდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ. ვწუხვართ, თქვენი დანაკარგვის გამო. ჩვენს გულებში ხართ”, – თქვა შერონ სტოუნმა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უჭერს უკრაინას მხარს. ბევრი ცნობილი […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს, „ომის დანაშაულებების ჩადენის” ბრალდებას უყენებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდება “უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და როსგვარდიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება”. “არსებული ინფორმაციით, ქართულმა ლეგიონმა, რომელიც უკრაინას შეიარაღებულ ძალებში შედის, უკანონო ქმედებები ჩაიდინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მამულაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ შემდგომში მოკლავს და აწამებს […]
ბოროდიანკაში 6 ცხედარია ნაპოვნი კორპუსის ნანგრევებში
ბოროდიანკაში საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში 26 ცხედარი იპოვეს, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა. პროკურორის თქმით, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსები საღამოს დაბომბეს, როდესაც შენობაში ხალხის მაქსიმალური რაოდენობა იყო. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბოროდიანკაში მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში.
სროლა თელ ავივში – 2 ადამიანი დაიღუპა, 8 დაიჭრა
ისრაელში, თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 – დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, იჩილოვის სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილებიდან 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში კიდევ 8 დაჭრილს მკურნალობენ, მათგან ოთხს ოპერაცია უტარდება და მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ ორი საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი კი – მსუბუქადაა დაშავებული. ტრანსპორტის სამინისტროში […]
გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა
გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრის შედეგი ასეთია: მომხრე 93 ქვეყანა, წინააღმდეგი – 24; თავი შეიკავა 58-მა ქვეყანამ. რუსეთის გარიცხვისთვის ხმების 2/3 იყო საჭირო. რეზოლუცია აშშ-მ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა. ცნობისთვის,მანამდე რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც “არამეგობრული ჟესტი”. მთავარი
ჟირინოვსკი გარდაიცვალა
რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა”, -აღნიშნა ვოლოდინმა პალატის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა ჟირინოვსკის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სხდომაზე შესვენება გამოაცხადეს.
„20 წუთი მომცეს ნაწამები მეგობრის სხეულის ნაწილების მოსაგროვებლად და დასაკრძალად” – ტრაგედია ბუჩადან
53 წლის ნიკოლა ბუჩადან თავის ტრაგიკულ ისტორიას ყვება. „როცა კიევის მისადგომებთან სამხედრო მოქმედებები გაძლიერდა, ბუჩაში მყოფი რუსები გაგიჟდნენ. ოკუპანტებმა ხალხის მასობრივი ჟლეტვა დაიწყეს, ესროდნენ იარაღიდან, ესროდნენ ყუმბარებს. მომიკლეს მეგობარი, წამებით. ოკუპანტებმა 20 წუთი მომცეს მისი სხეულის ნაწილების შესაგროვებლად და დასაკრძალად”, – იხსენებს ნიკოლა.
ახალი ზელანდია მოსკოვს სანქციებს უწესებს
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ახალი ზელანდია ოფიციალურ მოსკოვს სავაჭრო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გავრცელებული. უწყების ცნობით, ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრესორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 35%-იან გადასახადს აწესებს. „დღევანდელი დღისთვის ეს არის ახალი ზელანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ახალი […]










