უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში რუსები სწრაფი ტემპებით ცდილობენ სარემონტო ბაზის დამონტაჟებას, რათა უკრაინაში განადგურებული სამხედრო ტექნიკა, დიდი ხნის წინ დასაწყობებული, რეზერვში მყოფი მანქანებით ჩაანაცვლონ. თუმცა, „დაკონსერვებული” ტექნიკის უდიდესი უმრავლესობა იმდენად განადგურებულია, რომ მისი აღდგენა ვერ ხერხდება. ტანკებს და სხვა საბრძოლო ტექნიკას ხშირად არ აქვს ძრავები, მათი ოპტიკური მოწყობილობები და ელექტრონიკა, რომელიც ძვირფას […]
კატეგორია: მსოფლიო
„არ ვიცი დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება?“ – რუსი მილიარდერი
„ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ“ – რუსი სანქცირებული მილიარდერი, პიოტრ ავენი Financial Times-ს უყვება, თუ როგორ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად სანქციები მის წინააღმდეგაც დააწესა. ავენი რუსული ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელა. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს სხვა ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კრემლში შეხვედრაზე იყო. EU-სა […]
პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდა
პოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. […]
მარიუპოლში თეატრი დაბომბეს – დაღუპულია 300-მდე ადამიანი
დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში შესაძლოა 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად” – ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ , 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა […]
რუსებმა მარიუპოლში პუტინის პარტიის ოფისი გახსნეს
მარიუპოლში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტროში” ოკუპანტებმა რუსეთის მმართველი პარტიის შტაბი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს შტაბში ურიგებენ პარტიულ გაზეთებს, ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ასევე, აძლევენ მობილური ოპერატორის „ფენიქსი” სიმბარათებს, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირებს. ოკუპანტები შტაბს „ჰუმანიტარულს” უწოდებენ.
ალექსეი ვენედიქტოვს კარის წინ ღორის თავი დაუდეს
„ეხო მოსკვის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი თავის ტელეგრამის არხზე წერს: “გადაწყვიტეს ჩემი და ჩემი ოჯახის დაშინება? ჩემი დაშინება, რომელიც დუდაევის ბოევიკებს დასახვრეტად დავყავდი?” ეს სიტყვები ახლავს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ვენედიქტოვის საცხოვრებელი ბინის კართან დადებული ღორის თავი და უკრაინის დროშა ქსენოფობიური წარწერით.
ვლადიმერ ჟირინოვსკი ცოცხალია – “ექიმები მას ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ”
რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყვეს. ეს ინფორმაცია რიამ ჟირინოვსკის პარტიის წევრის, სენატორ პრონიუშკინის ცნობის მიხედვით გაავრცელა, მაგრამ მოგვიანებით პრონიუშკინმა ტელეგრამში გამოქვეყნებული ცნობა წაშალა. რუსეთის ჯანდაცვის ცნობით, ჟირინოვსკის მდგომარეობა ფასდება, როგორ სტაბილური. ექიმები მას უწევენ ყველა შესაძლო დახმარებას.
ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს
ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი – პოლინა კოვალიოვა დაამატა. კოვალიოვას ჩამოართმევენ ბრიტანეთში ბინადრობის ნებართვას, ჩამოართმევენ ბინას ლონდონში, რომლის ღირებულებაა 4,4 მილიონი ფუნტია და გაუყინავენ საბანკო ანგარიშებს.
„რუსები ჩეჩნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად!“ – ჩეჩენი მებრძოლი
„ჩეჩენი მებრძოლები მძევლად აიყვანეს მარიუპოლში. რუსები ჩეჩნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“ – ამბობს ტყვედ ჩავარდნილი კადიროვის დაჯგუფების წევრი. მძევლად აყვანილი დეტალურად ჰყვება, როგორ წამოიყვანეს მარიუპოლში და როგორც ხოცავენ თავად რუსი სამხედროები ჩეჩნების კოლონას. 17 რიცხვში გროზნოში ჩამოვიდა თვითმფრინავი და გაგვაგზავნეს მარიუპოლში. იმ დღესვე დამაკავეს. უკრაინელები კარგად მექცევიან და არ მეხებიან. ჩეჩნების კოლონა რომ ჩამოვიდა აქ, თქვენ გგონიათ, […]