კატეგორია: მსოფლიო

მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკაში” საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოაწერა მისმა ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ […]

ბიბილოვმა ე.წ სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსების დასახმარებლად უკრაინაში, კერძოდ, ოკუპირებულ დონბასში ჯარისკაცები გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ბიბილოვის Telegram-ზე დაყრდნობით  ავცელებს. როგორც ბიბილოვი წერს, ჯარისკაცებში დიდი საბრძოლო მუხტია. “მათ შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთის დასაცავად წასვლა, ოსეთის დაცვასაც ნიშნავს, რადგან თუ ფაშიზმს შორეულ საზღვრებზე არ ჩავახშეთ, ხვალ ის ისევ იჩენს თავს აქ, […]

ჯო ბაიდენი –  „პუტინი ყასაბია”

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: “ის ყასაბია”. ბაიდენმა გაიხსენა ომთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებაც და აღნიშნა, რომ მას მუდამ აოცებს „ადამიანის სულის ძალა და სიღრმე.“ […]

პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიელ ქმარს შორდება 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უფროსი შვილი, 36 წლის მარია ვორონცოვა ქმარს, ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჟორიტ ფაასენს შორდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა. როგორც გამოცემა წერს, ვორონცოვა და მისი მეუღლე სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდიდარი უცხოელებისთვის სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო მათი გეგმები განუხორციელებელი დარჩა. „გეგმა იყო ევროპიდან […]

რუსების გატაცებული სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი, “ხალხის მსახურის” პარტიის წარმომადგენელი იური ფომიჩევი, უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გრძელდება. “მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს. ოკუპანტებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს, მაგრამ აქციაზე ხალხის რაოდენობა მხოლოდ იზრდება”, – იუწყება “ხალხის მსახური”.

რუსეთის ერთ-ერთი პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში რუსები სწრაფი ტემპებით ცდილობენ სარემონტო ბაზის დამონტაჟებას, რათა უკრაინაში განადგურებული სამხედრო ტექნიკა, დიდი ხნის წინ დასაწყობებული, რეზერვში მყოფი მანქანებით ჩაანაცვლონ. თუმცა, „დაკონსერვებული” ტექნიკის უდიდესი უმრავლესობა იმდენად განადგურებულია, რომ მისი აღდგენა ვერ ხერხდება. ტანკებს და სხვა საბრძოლო ტექნიკას ხშირად არ აქვს ძრავები, მათი ოპტიკური მოწყობილობები და ელექტრონიკა, რომელიც ძვირფას […]

„არ ვიცი დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება?“ – რუსი მილიარდერი

„ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ“ – რუსი სანქცირებული მილიარდერი, პიოტრ ავენი Financial Times-ს უყვება, თუ როგორ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად სანქციები მის წინააღმდეგაც დააწესა. ავენი რუსული ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელა. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს სხვა ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კრემლში შეხვედრაზე იყო. EU-სა […]

პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ​თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. […]

მარიუპოლში თეატრი დაბომბეს – დაღუპულია 300-მდე ადამიანი

დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში შესაძლოა 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად” – ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ , 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა […]

რუსებმა მარიუპოლში პუტინის პარტიის ოფისი გახსნეს

მარიუპოლში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტროში” ოკუპანტებმა რუსეთის მმართველი პარტიის შტაბი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს შტაბში ურიგებენ პარტიულ გაზეთებს, ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ასევე, აძლევენ მობილური ოპერატორის „ფენიქსი” სიმბარათებს, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირებს. ოკუპანტები შტაბს „ჰუმანიტარულს” უწოდებენ.