კატეგორია: მსოფლიო

„მშვიდად როგორ გძინავთ, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როცა ჩვენი მოქალაქეები წყლისა და საკვების გარეშე არიან“ – აზოვის ბატალიონის კაპიტნის მიმართვა

„მშვიდად როგორ გძინავთ, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როცა ჩვენი მოქალაქეები წყლისა და საკვების გარეშე არიან“ – აზოვის ბატალიონის კაპიტნის მიმართვა

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი გუშინდელ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, ასევე ჩამოაგდეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი. მისი თქმით, მარიუპოლში ისევ მძიმე შეტაკებებია და პუტინიზმის საუკეთესო გამოვლინება სწორედ ისაა, რომ რუსები საკუთარი ჯარისკაცების გადასვენებასაც კი არ აპირებენ: “გუშინ აზოვის […]

პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ქვეყნის საგარეო სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი უწყებაში დაიბარა. გავრცელებული ცნობით კი, პოლონეთი დიპლომატების გაძევების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.

„მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ…“ – კადიროვი ზელენსკის

„იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს“ - რამზან კადიროვი

 რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას რუსეთისკენ მიბრუნება მოუწოდა, „რათა ისტორიაში მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდეს“. „თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – […]

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთის ფედერაცია ყირიმის ხიდზე როსგვარდიის ძალების მიერ ბლოკირების მომზადებას აპირებს. საოკუპაციო ხელისუფლება ასევე შეზღუდავს ბორნების მოძრაობას და ნახევარკუნძულის საჰაერო კავშირებს რუსეთთან – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება. აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებების ფორმალური მიზეზი უკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლო „ტერორისტული თავდასხმების“ პრევენციაა. „ამგვარად, პუტინის მთავრობა ცდილობს უპასუხოს პანიკას რუსეთის მოქალაქეებს შორის, […]

შვედეთში მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთში მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთში, ქალაქ მალმიოში სკოლის მოსწავლემ ორი ქალი მასწავლებელი მოკლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა. პოლიციამ მისი დაკავებისას ამოიღო ნაჯახი და დანა. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პედაგოგები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი იქ გარდაიცვალა. მთავარი

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში 21 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ყველა მგზავრი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ Boeing 737-ში, რომელიც ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა, 133 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა. სამგზავრო თვითმფრინავი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, მთებში ჩამოვარდა. იპნ

რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

უცხოური წარმოების კომპონენტების არქონის გამო, რუსეთში ტანკების მწარმოებელი ერთადერთი ქარხნის “ურალზავოდის”  მუშაობა გაჩერებულია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და თავდაცვის უწყება ადასტურებს. შტაბის ინფორმაციით, ამავე მიზეზით მუშაობა შეაჩერა “ჩელიაბინსკის ტრაქტორის მწარმოებელმა ქარხანამაც”. “ეს კომპანიები სპეციალიზებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში. ამის ფონზე კი ,უკრაინაში მყოფი […]

უკრაინაში ზელენსკის მოსაკლავად გაგზავნილი რუსი დივერსანტები დააკავეს

უკრაინაში ზელენსკის მოსაკლავად გაგზავნილი რუსი დივერსანტები დააკავეს

რუსეთმა კიევში ზელენსკის მოსაკლავად დივერსანტების ჯგუფი გააგზავნა. 25-მდე სამხედრო, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ფორმებში იყვნენ გადაცმულები, უკრაინაში შეიჭრა, თუმცა რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტები სამხედრო დაზვევრის თანამშრომლებმა დააკავეს. შემთხვევა ქალაქ უჟგოროდში მოხდა. უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა გაშიფრეს სქემაც, რომლიტაც ქილერების ჯგუფი კიევშ შეღწევას ცდილობდა.  მათი სამიზნე კიევის სამთავრობო კვარტალი იყო. დივერსანტების დაკავებისას  ამოიღებული იქნა  ხელყუმბარები სნაიპერული შაშხანები.

ოკუპანტებმა ბერისლავის მერი და აქტივისტი გაიტაცეს

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა

19 მარტს ოკუპანტებმა ბერისლავის მერი ალექსანდრე შაპოვალოვი და ადგილობრივი აქტივისტი გაიტაცეს. ინფორმაციას ხერსონის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გენადი ლაგუტა და ბერისლავის საკრებულო ავრცელებენ. ლაგუტას თქმით, გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მერს ნება დართეს ოჯახისწევრებისთვის დაერეკა და დაემშვიდებინა. როგორც ადმინისტრაციის თავმჯდომარე წერს, ტყვეების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია და სავარაუდოდ ისინი ნოვა კახოვკაში ჰყავთ. საკრებულოს ცნობით, შაპოვალოვის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა […]

ოკუპანტებმა 2.389 ბავშვი უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების რაიონებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს. „მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, იძულებითი გადაადგილება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა”. – წერს სამინისტრო. უკრაინის საგარეო უწყების თქმით, რუსეთის ფედერაცია ამ ქმედებებით საფრთხეში აგდებს […]