ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მაშინ, როდესაც პუტინი აგრძელებს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ევროკავშირი ერთგული რჩება მისი გადაწყვეტილების, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაასუსტოს კრემლის საბრძოლო მანქანის დაფინანსება. „სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აფეთქება მოაწყვეს
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. მსგავს ცნობებს, უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით, უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent -იც ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინული ატომური სადგურის მთავარ რეაქტორთან და რომ შემდგომი აფეთქებებიც იგეგმება. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური […]
მარჩინ პშიდაჩი – “რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია”
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარჩინ პშიდაჩის განცხადებით, რუსების სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს შეშინების მცდელობაა. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი “ძალიან პროვოკაციული“ იყო. – მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ, რას ურტყამდნენ და სურდათ დამუქრებოდნენ ნატოს. მათ სურდათ ნატო-სთვის მუქარის მესიჯი […]
ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინასთან ომზე უარი თქვა
ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს. „რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომის წარმოების თვალსაზრისით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან ომში“, – ნათქვამია ანგარიშში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მანამდე […]
რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა
ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, უკრაინის ომში სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ New York Times წერს. ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს, ასევე, სთხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება, რათა აღადგინოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც რუსეთს შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიერ დაწესებული ფართო სანქციებისგან მიადგა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააძლიერა პარტნიორობა […]
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა „ანტონოვი” დაბომბეს
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლის არალეგიტიმური „მერის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლში რუსეთის მიერ უკანონოდ დასმული ახალი არალეგიტიმური „მერის“, გალინა დანილჩენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიტოპოლის საკრებულოს წევრთა ჯგუფმა დანილჩენკოს წინააღმდეგ გენერალური პროკურორისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს და მის ნაცვლად ქალაქის არალეგიტიმურ „მერად“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს.
კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა
კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა. ობოლონის რაიონში ავიაიერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 12. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა “ანტონოვის” ქარხანაც.
„დაბომბვისას დაშავებული ორსული ქალის და მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა“
იტალიაში უკრაინელებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა
ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 5 ადამიანი. დანარჩენი პირები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს და მოგვიანებით განაახლეს მგზავრობა. ფაქტზე […]