კატეგორია: მსოფლიო

ოკუპანტებმა მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. უკრაინის სტრატკომის ინფორმაციით, დანაშაულის ამსახველი კადრები გერმანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს. ZDF Frontal-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც დრონით არის გადაღებული, ჩანს, რომ შეუიარაღებელი ადამიანი ავტომობილიდან გადმოვიდა და ხელები მაღლა ასწია, თუმცა ამის მიუხედავად, მას ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს უკვე გადაეცა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის […]

ოკუპანტმა ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, დედა კი გააუპატიურა

რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს – უკრაინული მედია რუსი სამხედრო მეთაურის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც კიევის ოლქში იმყოფება და ძალადობრივ დანაშაულებებშია მხილებული. კერძოდ, ჟურნალისტის ინფორმაციით, მიხაილ რომანოვი თავის დაჯგუფებასთან ერთად,  კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სოფელ ბოგდანოვკაში ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა, მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, ხოლო დედა გააუპატიურა. მოგვიანებით ქალმა ბავშვთან ერთად, სოფლიდან გაქცევა შეძლო.

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევში ორი დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა – ქალაქის მოსახლეობას დღეს 20:00 საათიდან სახლისა და თავშესაფრის დატოვება ეკრძალება. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იქნება: „ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში – თავშესაფარში“, – ამბობს ვიტალი კლიჩკო.

ადვოკატი – “მარინა ოვსიანიკოვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს”

საგამოძიებო კომიტეტში ვიმყოფები, არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში ჰყავთ, – ამის შესახებ რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი, დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის თქმით, რუსეთში მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ადვოკატის გარეშე მიჰყავთ დაკითხვაზე და აშანტაჟებენ. „მოვედი საგამოძიებო კომიტეტში. დიდად აქაც ვერაფერს გაარკვევ. არსებობს ინფორმაცია, რომ ის შეიძლება წაეყვანათ რომელიმე რაიონულ განყოფილებაში. […]

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-4 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მაშინ, როდესაც პუტინი აგრძელებს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ევროკავშირი ერთგული რჩება მისი გადაწყვეტილების, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაასუსტოს კრემლის საბრძოლო მანქანის დაფინანსება. „სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური […]

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აფეთქება მოაწყვეს

არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. მსგავს ცნობებს, უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით, უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent -იც ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინული ატომური სადგურის მთავარ რეაქტორთან და რომ შემდგომი აფეთქებებიც იგეგმება. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური […]

მარჩინ პშიდაჩი – “რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია”

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარჩინ პშიდაჩის განცხადებით, რუსების სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს შეშინების მცდელობაა. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი “ძალიან პროვოკაციული“ იყო. – მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ, რას ურტყამდნენ და სურდათ დამუქრებოდნენ ნატოს. მათ სურდათ ნატო-სთვის მუქარის მესიჯი […]

ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინასთან ომზე უარი თქვა

ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს. „რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომის წარმოების თვალსაზრისით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან ომში“, – ნათქვამია ანგარიშში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მანამდე […]

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, უკრაინის ომში სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ New York Times წერს. ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს, ასევე, სთხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება, რათა აღადგინოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც რუსეთს შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიერ დაწესებული ფართო სანქციებისგან მიადგა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააძლიერა პარტნიორობა […]