რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. თუმცა აშშ-ის თავდაცვის […]
კატეგორია: მსოფლიო
ოკუპანტებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ხალხს პურსა და წამალს ურიგებდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონში დახვრიტეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო – ამის შესახებ ინფორმაციას УНІАН ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელი ორ ძმასთან ერთად იმ დროს მოკლეს, როდესაც ხალხს პურსა და წამლებს ურიგებდნენ. „გოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური ილიჩ პრილიპკო გარდაიცვალა, მშიერებს პურს ურიგებდა, ავადმყოფებს წამალს, დაშავებულებს მკურნალობდა და სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. არავინ აიძულებდა მას ოკუპანტების ტყვიების ქვეშ გასულიყო. […]
თიკა კანდელაკს უკრაინის პროკურატურამ ბრალი წაუყენა
უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. “უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს”, – თქვა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ. ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით. რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, […]
მაჰმუდ აჰმადინეჟადი – “ზელენსკი და უკრაინელებო, ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას”
ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სოლიდარობის გამომხატველ პოსტს “ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებს “დიდებულო უკრაინელო ერო, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენმა საპატიო და შეუდარებელმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა კაცობრიობის მტრების სატანისტური გეგმები”, – წერს ირანის ყოფილი პრეზიდენტი. ის მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს. “გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას და აღფრთოვანებულია ამ გმირული გამძლეობით,“- აცხადებს მაჰმუდ აჰმადინეჟადი. […]
ზელენსკი – “რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება”
რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, წუხელ პირველი ჩვენებები მისცეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავებმა. გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა მიიღეს რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა. „ისინი ოდესის დასაბომბად ემზადებიან. რუსები ყოველთვის ჩადიოდნენ ოდესაში, იქ მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ. […]
გაერო – უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა. მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს. სტატისტიკა რეგიონების მიხედვით: დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 86 დაიღუპა და 385 დაიჭრა. კერძოდ, 355 – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 116 – ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სხვა რეგიონებში 265 დაიღუპა და […]
„რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შევნიშნეთ“ – რუსეთის საგარეო
უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე უცხო ქვეყანაში “რუსოფობიის უპრეცედენტო დონე” შენიშნეს. „უკრაინაში სპეცოპერაციის კონტექსტში რამდენიმე უცხო ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შევნიშნეთ. დარწმუნებული იყავით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ამ ინციდენტს”, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბრიტანეთი – რუსების წინსვლა მნიშვნელოვნადაა შემცირებული
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას (დასუსტებას) ემსახურება. თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგობამ რუსები გააოცა. სამინისტროს ცნობით, რუსეთმა სწორედ ამის საპასუხოდ ამოიღო სამიზნეში ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც არის ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვა ჰგავს 2016 წელს სირიასა და […]
რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს
რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი, – ამის შესახებ სუმის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა. “რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურულ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას! რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო თანამშრომელი”, – განაცხადა ჟივიცკიმ. მისი თქმით, ახტირკაში არ არის გათბობა, საცხოვრებელ სახლებს წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდებათ. “თავად ახტირკა ნაწილობრივ აღარ […]
„დროა დავარტყათ ჩაქუჩი, მთლიანად დავხუროთ ეკონომიკა რუსეთში“ – ჯიმ რიში
უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა პოზიციები უნდა გაამკაცროს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ ამერიკელი კანონმდებლებიც. „დროა დავარტყათ ჩაქუჩი, მთლიანად დავხუროთ ეკონომიკა რუსეთში და მეტი გავაკეთოთ უკრაინის თავდაცვისთვის“ – ამბობს ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში.