რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვისას თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში გამოუცდელი წვევამდელი მიჰყავს, რომლებსაც აიძულებენ ხელშეკრულების დადებას. “გუშინ საომარი მოქმედებების ზონიდან გამოიყვანეს წვევამდელები, რომლებსაც მანამდე კონტრაქტის გაფორმება აიძულეს ან მათ მაგივრად მოაწერეს ხელი. ასკაციანი რაზმიდან ცოცხალი ოთხი გადარჩა”- განაცხადა სენატორმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში წვევამდელების […]
კატეგორია: მსოფლიო
„რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი” – ლინდსი გრემი
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. როგორც მან Fox-ის ეთერში განაცხადა, აუცილებელია ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს ამ საქმეზე, რითაც დიდ სამსახურს გაუწევენ როგორც რუსეთს, ისე მსოფლიოს. „რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ჯარში მოიძებნება უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი, ოღონდ, […]
უკრაინული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ინგლისში ჩამომხრჩვალი იპოვეს
უკრაინული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი 66 წლის მიხაილ ტოლსტოშეია ბრიტანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ბიზნესმენი სიურეის საგრაფოში საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. The Sun-ის ცნობით, პოლიცია მის სიკვდილს აუხსნელ ვითარებაში გარდაცვალებად განიხილავს. ტოლსტოშეია ცხოვრობდა 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეში, ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მამულში, ესტონელ მეუღლესთან ჯეინთან, ორ შვილთან და უფროს ვაჟთან ერთად პირველი ქორწინებიდან. ნიუპოსტი
მოსკოვის საფონდო ბირჟა დღესაც არ გაიხსნა
რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟა ვაჭრობისთვის დღესაც არ გაიხსნა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, საფონდო ბირჟა მთელი კვირაა, არ გახსნილა. რუსული ვალუტა – რუბლი, ორშაბათს თითქმის 30%-ით გაუფასურდა, რადგან ბაზრებმა დაიწყეს შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შეფასება. ასევე კატასტროფულად ეცემა რუსული კომპანიების ფასებიც, ნიუპოსტი
“ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ექვსივე ბლოკი რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დასრულდება” – გია არაბიძე
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია – ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. კითხვაზე, რა ზიანი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ეს სიტუაციაზე, მათ შორის ქარის მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული. „ზაპოროჟიეს […]
მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი უკრაინას 3 მილიონ დოლარს შესწირავენ
უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი მეუღლე ასევე მსახიობი ეშტონ კაჩერი უკრაინის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გაიღებენ. მსახიობებმა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერეს. ვიდომიმართვაში მილა კუნისი ამბობს, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ის ამაყობს თავისი უკრაინული წარმომავლობით. ვიდეომიმართვა ეშტონ კაჩერის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მათი მიერ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაღებული თანხის პარალელურად წყვილი ასევე აგროვებს თანხას […]
„გამოგვიგზავნეთ საბრძოლო თვითმფრინავები, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით…“ – ზელენსკი ნატოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა (დააწესოთ აკრძალული ზონა უკრაინის თავზე), მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები”, – თქვა მან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ღმერთმა დაიფაროს, შემდეგი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი იქნებიან“.
„უკრაინელები საქართველოსთვისაც გაიმარჯვებენ“ – დავით არახამია
უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. არახამიას თქმით, უკრაინელები ომში არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. “პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს. […]
აშშ-ში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალა
თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციებს შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალება. როგორც CNN წერს, 50-კაციან სიაში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან პუტინის ახლო მეგობრებად, სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. ოლიგარქებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, უძრავი ქონების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. სანქციები შეეხება პუტინის უახლოეს […]










