ლატვიის სეიმმა დაამტკიცა განცხადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. განცხადების თანახმად, უკრაინა იყენებს თავის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევით. დოკუმენტის თანახმად, დეპუტატებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ აშკარა მხარდაჭერა უკრაინის მიზნისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. განცხადება მოუწოდებს […]
კატეგორია: მსოფლიო
კიევში საპატრულოს უფროსი და ჟურნალისტი დაქორწინდნენ
ქორწილი ომში – ჟურნალისტი ანგელინა კორიაკინა კიევის ცენტრში ფრონტის ხაზზე დაქორწინდა. მისი რჩეული კიევის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იური ზოზულიაა. ქორწილი ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ევგენი ჟუკოვმა დაადასტურა. თაიგული სახლის ორქიდიებისგან გააკეთეს. საქორწინო ბეჭდები სასწაულად იშოვეს, უსასყიდლოდ. პრაიმ ტაიმი
მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გამო, მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის განცხადებაში აღნიშნული. როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, ახალი სესხები ან ინვესტიციები 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა, რუსეთში აღარ დაუმტკიცებია. ბელარუსისთვის სესხების დამტკიცება კი 2020 წლიდან შეწყვიტა, მას […]
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში დაბომბვას, მინიმუმ, 3 მოქალაქე ემსხვერპლა
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლი დაბომბეს – ქალაქის მერის, ვოლოდომირ მაციონიკის ცნობით, შედეგად, მინიმუმ. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “შეტევა დაიწყო, დაახლოებით, 23:59 საათზე მრავალსართულიანი კორპუსისა და კერძო სახლის დაბომბვით. სულ მცირე, კერძო სახლის სამი მშვიდობიანი მცხოვრებელი დაიღუპა”. – აცხადებს მაციონიკი.
გერმანიამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
რომან აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდის და უკრაინას დაეხმარება
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდის და მიღებულ ფინანსებს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც უკრაინის ომის ყველა მსხვერპლს დაეხმარება. „ეს მოიცავს კრიტიკული თანხების მიწოდებას მსხვერპლთა გადაუდებელი და დაუყოვნებელი საჭიროებებისთვის, ასევე აღდგენის გრძელვადიანი მუშაობის მხარდაჭერას“, – განაცხადა მან. იპნ
ხადარკოვსკი – “რუსებო, გამოდით პუტინის წინააღმდეგ ქუჩებში!”
პუტინის ყოფილი პატიმარი და ოპონენტი მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს ქუცაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობამ უკრაინელი ხალხის ხოცვა უნდა გააპროტესტოს და პუტინის ახირება უნდა დაგმოს. – პუტინი თავის თავს ვერ ერევა, პუტინი უკრაინაში ჩავარდა, ამიტომ ყველაფერზე მიდის. ყველას იყენებს: პოლიციას, ომონს და ა.შ. თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა რუსეთის ქალაქების ქუჩებში გამოდის, თითოეული, ვინც კი პროტესტით […]
ნავალნი – “ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ!”
თუ ომის შესაჩერებლად ციხეები პატიმრების გადასაყვანი საავტომობილო ეკიპაჟები ჩვენი თავებით უნდა ავავსოთ, ჩვენ მათ ავავსებთ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი „ტვიტერზე“ წერს. “ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. არავინ არ გააკეთებს ამას ჩვენთვის. მოდით, ვიყოთ არა მხოლოდ ომის წინააღმდეგი, არამედ ვიბრძოლოთ კიდეც ომის წინააღმდეგ,“- აცხადებს ნავალნი. […]
ლავროვი: „მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი, თუ ის მოხდება, ბირთვული და გამანადგურებელი იქნება. ამის შესახებ მან Aljazeera-სთან განაცხადა, რომლის ინტერვიუს ნაწილიც Twitter-ზე გავრცელდა. „მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი”, – განაცხადა ლავროვმა. გარდა ამისა, ლავროვი ამბობს, რომ არ მისცემენ უკრაინას უფლებას, ბირთვული იარაღი იქონიოს. „უკრაინის სამხედრო ოპერაცია, მათ შორის […]
„ვმუშაობ და მძინავს, 2 დღეა შვილები არ მინახავს…“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერსთან“ და CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკრაინის ქალაქების დაბომბვა, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საიმედოდ დაცულ ბუნკერში შედგა. „აუცილებელია, სულ მცირე, ადამიანების დაბომბვა შეწყდეს, შემდეგ კი დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც „როიტერსი“ წერს, სწორედ მაშინ, როდესაც ზელენსკი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რუსული რაკეტა […]










