უკრაინული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ინგლისში ჩამომხრჩვალი იპოვეს

უკრაინული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი 66 წლის მიხაილ ტოლსტოშეია ბრიტანეთში გარდაცვლილი იპოვეს.

ბიზნესმენი სიურეის საგრაფოში საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვნეს.

The Sun-ის ცნობით, პოლიცია მის სიკვდილს აუხსნელ ვითარებაში გარდაცვალებად განიხილავს.

ტოლსტოშეია ცხოვრობდა 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეში, ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მამულში, ესტონელ მეუღლესთან ჯეინთან, ორ შვილთან და უფროს ვაჟთან ერთად პირველი ქორწინებიდან.

ნიუპოსტი